გიორგი დევდარიანი: სპლიტში ფრე საკმაოდ კარგი შედეგი იქნება

AutoSharing Option
გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა სპლიტის "ჰაიდუკთან" ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- როგორ შედეგს ელით?

- გიორგი დევდარიანი: ჩვენ ჩამოვედით და მადლობლები ვიქნებით თუ გავალთ შემდეგ ეტაპზე. ვფიქრობ, სპლიტში ფრე საკმაოდ კარგი შედეგი იქნება.

- დღეს დილით "ჰაიდუკის" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა რომ თავისი გუნდი მეორე მატჩს გასვლაზე თამაშობს, არ ნიშნავს იმას, თითქოსდა ეს რაიმე უპირატესობას ანიჭებს მოწინააღმდეგეს. თქვენ როგორ ფიქრობთ?
- მთლიანად ვეთანხმები მის მოსაზრებას. აქ ბედი ორი მატჩის ჯამში
განისაზღვრება. პირველ შეხვედრას აქ ვითამაშებდით თუ თბილისში, ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. თუმცა ვფიქრობ მცირე უპირატესობა მაინც იმ გუნდისკენაა, რომელიც საპასუხო მატჩს საკუთარ კედლებში ატარებს.

- თქვენ თამაშს თბილისში ატარებთ, არადა ეს გუნდის მშობლიური ქალაქი არ არის. ხომ არ გიქმნით გარკვეულ დისკომფორტს და ეს ყველაფერი "ჰაიდუკს" ხო არ აძლევს ხელს?

- რა თქმა უნდა კლუბის ქალაქია გორი, თუმცა ჩენ ვერ მოვახერხეთ იქ თამაშის ჩატარება. უკეთესი იქნებოდა სწორედ გორში ჩაგვეტარებინა ეს მატჩი, რადგან გულშემატკივარი ბევრად მეტი მოვიდოდა სტადიონზე, ვიდრე თბილისში. თუმცა მინდა გითხრათ, რომ გულშემატკივრების გარეშე ნამდვილად არ დავრჩებით.

- როგორ იცნობთ "ჰაიდუკს" და როგორ ფიქრობთ, ამ გუნდის რომელმა ფეხბურთელმა შეიძლება შეგიქმნათ ყველაზე დიდი საფრთხე?
- ვნახე "ჰაიდუკის" რამდენიმე თამაში. მინდა ავღნიშნო, რომ ეს გუნდი ცალკეული ფეხბურთელებით არ შედგება, არამედ ისინი კოლექტიურ, გუნდურ ფეხბურთს თამაშობენ, რაც ამ კლუბის მთავარი ღირსებაა. რა თქმა უნდა, აქაც შეიძლება რამდენიმე მოთამაშის გამორჩევა, მაგრამ კვლავ ვიმეორებ, რომ კლუბის ძალა მის გუნდურ თამაშშია.

- ალბათ იცით სტადიონზე რა ატმოსფეროც იქნება...

- რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის ფსიქოლოგიურად ვემზადებოდით და ვიცით, რომ გულშემატკივარი მხურვალედ უქომაგებს თავის საყვარელ გუნდს.

- როგორ ფიქრობთ, "ჰაიდუკი" დანიურ "ოლბორგზე" უფრო ძლიერი გუნდია?
- ირაკლი მოდებაძე: ვფიქრობ, რომ რაღაც კომპონენტებში "ჰაიდუკი" უფრო ძლიერია, თუმცა ამას უფრო კარგად მთავარი მწვრთნელი გეტყვით, მე კი მხოლო თამაშზე ვარ კონცენტრირებული.

- როგორ მოგეწონათ მთლიანად "ჰაიდუკი" და რას იტყოდით ამ გუნდის მოთამაშეების შესახებ?
- მთლიანად გუნდი ძალიან მომეწონა. თვითონ ფეხბურთელებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ კლუბი სერიოზულია და ძალიან მძიმე მატჩი გველის წინ.

შეგახსენებთ, რომ მატჩი "ჰაიდუკსა" და "დილას" შორის 1 აგვისტოს საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება და მას ისრაელის მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი ითან შემეულევიჩი იქნება.

წყარო: fcdila.ge

ასევე იხილეთ:
ჰაიდუკი VS დილა - შანსი 50/50-ზეა
ჰაიდუკი-დილას მატჩის ტელეტრანსლაციას პირველი არხი განახორციელებს
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაცვაში არუნდა ჩაჯდენ,წააგებენ.YUვეჯაზე კარგი დაცვა დრო და დრო შეტევაა!!! შეუტიონ,შეუტიონ,ნუ ჩაჯდენ,ჰაიდუკსგოლი უმწიფდება,შეუტიონ,სანამ შეცდომების გამოსწორება შეიძლება
I Am Georgin, GB
23:59 01-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული