თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში გიორგი დევდარიანის შეგირდებმა მეტოქე გრიგოლ დოლიძის მიერ 83-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხეს - 1:0.
შეგახსენებთ, რომ ამავე ანგარიშით გაიმარჯვეს გორელებმა ერთი კვირის წინ სპლიტში გამართულ შეხვედრაშიც.
თამაში ხორვატებმა აქტიურად დაიწყეს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ნუკრი რევიშვილის კარს რეალური საფრთხე მატჩის პირველ ნახევარში არ შექმნია. სამაგიეროდ, გატანის კარგი შანსი რამდენჯერმე ჰქონდათ გორელებს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში სიზუსტე
მეორე ტაიმიც პირველის ანალოგიური გამოდგა. ხორვატები ცდილობდნენ "დილას" კართან მიახლოებას, მაგრამ მასპინძლები თავს კარგად იცავდნენ და პასუხად სწრაფ კონტრშეტევებს ახორციელებდნენ.
გოლიც გორელთა სწრაფ იერიშს მოჰყვა. შეცვლაზე შემოსულმა დოლიძემ ბრწყინვალე დარტყმით გადაგზავნა ბურთი ხორვატთა კარის ცხრიანში.
თუ ვინ იქნება "დილას" მეტოქე ევროპის ლიგის პლეი ოფში, ამას 9 აგვისტოს შევიტყობთ.
ასევე იხილეთ:
ჰაიდუკი-დილა 0:1 - გორის ციხე სპლიტშიც აუღებელია [VIDEO]