დინამო-ტოტენჰემს პოლ ვან ბოკელი განსჯის

AutoSharing Option
უეფას ევროპალიგის პლეი-ოფის პირველ მატჩს, რომელიც "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოსა" და ლონდონის "ტოტენჰემს" შორის გაიმართება, პოლ ვან ბოკელი განსჯის.

"დინამო"-"ტოტენჰემის" შეხვედრას ჰოლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მთ. არბიტრი: პ. ვან ბოკელი
ასისტენტები: დ. გოსენსი, ბ. ვან დონგენი
მეოთხე მსაჯი: პ. იანსენი
მატჩის დელეგატი: ჟოზეფ დე რიკი (ბელგია)
მსაჯთა დამკვირვებელი: ალან ჰამერი (ლუქსემბურგი)

აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელ პოლ ვან ბოკელს "დინამოს" მონაწილეობით ადრეც უმსაჯია.

2009 წლის 30 ივლისს თბილისის "დინამომ" შინ, "დინამო არენაზე", სერბულ "ცრვენა ზვეზდას" უეფას ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე 2:0 მოუგო.
მატჩის ჰოლანდიელმა არბიტრმა მოედანზე მყოფ ფეხბურთელებს ოთხი ყვითელი ბარათი (დინამო - 2 / ცრვენა ზვეზდა - 2) უჩვენა.

წყარო: fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული