თბილისის "დინამო" "ტოტენჰემთან" გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა

AutoSharing Option
22 აგვისტოს "დინამო არენაზე" ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

თბილისის "დინამომ" საკუთარ მოედანზე ლონდონის "ტოტენჰემს" უმასპინძლა.

მატჩის მე-13 წუთზე ანგარიში ლონდონელებმა გახსნეს. გატანილი გოლის ავტორი ანდროს თაუნსენდი გახდა. შეხვედრის 38-ე წუთზე "დინამოს" ესპანელმა ლეგიონერმა ჩისკომ ტრავმა მიიღო, მის ნაცვლად მოედანზე პატრიკ ვუო შევიდა. მეორე ტაიმის მიწურულს "ტოტენჰემმა" მეორე გოლის გატანაც მოახერხა. ამჯერად პაულინიო გამოირჩა.

მეორე ტაიმში დარკო გლიშიჩის მაგივრად გიორგი პაპავა შემოვიდა. შეხვედრის 58-ე წუთზე კი მეტოქემ რობერტო სოლდადოს გოლის წყალობით უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა. სტუმრები ამაზე არ
გაჩერებულან და 64-ე წუთზე გოლის გატანა უკვე "ტოტენჰემის" სამმა ნომერმა დენი როუზმა მოახერხა.

67-ე წუთზე დუბლი "ტოტენჰემის" ესპანელმა ფორვარდმა რობერტო სოლდადომ გაიფორმა და საბოლოო ანგარიში გამანადგურებელი გახდა - 0:5.
მკითხველის კომენტარები / 14 /
გაუჭირდებოდათ.
გურამი
21:51 22-08-2013
0
კი არ დამარცხდა განადგურდა საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა ნამდვილი
tijana513
22:08 22-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული