"ჩვენთვის ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. პირველი სამი გოლი ინდივიდუალური შეცდომების ხარჯზე გავუშვით.
გუნდი ცდილობდა, ეთამაშა კარგად, მაგრამ ჩვენი ოპონენტი საკმაოდ ძლიერი იყო.
არ მინდა სათითაოდ ვილაპარაკო ფეხბურთელებზე. არ მგონია, რომ რომელიმე მათგანს მოტივაცია აკლდა.
ჩისკოს ტრავმაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, ხვალ ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ზუსტად გვეცოდინება ყველაფერი.
ვიცი, რომ 0:5-ით წაგება ცუდია, მაგრამ ჩვენთან ჩემპიონატი სხვა დონისაა, ინგლისში - სხვა, თუმცა
რა გინდათ, რომ გავაკეთო? ამის გამო ფეხბურთელები გავუშვა გუნდიდან?
რაც შეეხება ჩემს მომავალს, ეს ალბათ კლუბის მფლობელს უნდა ჰკითხოთ. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ კონტრაქტით კიდევ ერთი წელი მაკავშირებს "დინამოსთან", - თქვა უჰრინმა.
ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამო" "ტოტენჰემთან" გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა
ანდრე ვილაშ-ბოაში: ქართველების დახვედრით კმაყოფილი ვარ