"წინა მატჩში მოგების (1:0) მიუხედავად, შევეცდებით, ანგარიშში სხვაობა უფრო გავზარდოთ. გორის "დილას" ბევრი ტექნიკური ფეხბურთელი ჰყავს. არ ვაპირებთ, დაცვითი ფეხბურთი ვითამაშოთ, პირიქით, შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ. შანსები კი 50/50-ზეა", - თქვა ბარიშიჩმა.
შეგახსენებთ, რომ "დილასა" და "რაპიდს" შორის მატჩი 29 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის ტელეტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყების" პირველი არხი განახორციელებს. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი