ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტურის წინ: 9 უნაკლო და ქართველები

AutoSharing Option
24 ოქტომბერს ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის I წრე დასრულდება.

რა თქმა უნდა, პლეი ოფის საგზურს ჯერ ვერავინ გაინაღდებს, მაგრამ 9 კლუბს თავისუფლად შეუძლია მშვიდად იყოს, თუკი დღევანდელ მატჩებსაც მოიგებს.

ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის დიდი ქარავნიდან ინგლისურ "სუონსის" და "ტოტენჰემს", გერმანულ "აინტრახტს", ესპანურ "სევილიას", იტალიურ "ფიორენტინას", ავსტრიულ "ზალცბურგს", ბულგარულ "ლუდოგორეცს", ბელგიურ "გენკსა" და რუსულ "რუბინს" აქტივში 2-2 მოგება აქვთ.

ლადო გოლს შეგვპირდა
ევროპალიგაზე იმდენი წყვილია, რომ მათზე წერას ჩვენი საგაზეთო ფორმატი არ ეყოფა. ამიტომ მხოლოდ ამ ტურნირში მონაწილე ქართველი ლეგიონერების ამბებით შემოვიფარგლებით.

ლადო
დვალიშვილი
ევროთასებს კარგ ხასიათზე ეგებება - 27 წლის ფორვარდმა პოლონეთის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა და 7 გოლით ბომბარდირთა დავაში ლიდერებშია.

აი, მას და მის "ლეგიას" ძალიან უჭირთ ევროპალიგაზე, უქულოდ და უგოლოდ არიან. ფაქტობრივად, 24 ოქტომბრის მატჩი "ტრაბზონსპორთან" პოლონელთა ბოლო შანსია.

ვნახოთ, პოლონურ მედიასთან საუბარში ლადო თურქებთან სულ მცირე, ერთ გოლს შეგვპირდა.

სამაგიეროდ, დალაგებული აქვს საქმე ყაზანის "რუბინს", სადაც სოლომონ კვირკველია ასპარეზობს. ახალგაზრდა მცველი, ძირითადად, სათადარიგოთა სკამზე ზის, თუმცა შესაძლოა, ინგლისურ "უიგანთან" თამაშის შანსი მიეცეს.

უკრაინული "დნიპრო" "პაკუშ ფერეირას" ესტუმრება. ჯაბა კანკავა გუნდის ლიდერთაგანია, აი, სანდრო კობახიძეს კი ბოლო დროს თამაშის შანსი არ ეძლევა.

გია გრიგალავას "ანჟი" ნორვეგიულ "ტრომსიოს" მასპინძლობს. ჯგუფის აუტსაიდერებს შანსი ეძლევათ, მე-2 ადგილისთვის ბრძოლაზე სერიოზული განაცხადი გააკეთონ.

ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური
24 ოქტომბერი

A ჯგუფი
სუონსი-ყუბანი 23:05
ვალენსია-სტ. გალენი 23:05

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სუონსი 2 2 0 0 4-0 6
2. სტ. გალენი 2 1 0 1 2-1 3
3. ვალენსია 2 1 0 1 2-3 3
4. ყუბანი 2 0 0 2 0-4 0

B ჯგუფი
ჩერნომორეცი-ლუდოგორეცი 23:05
დინამო ზ.-პსვ 23:05

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლუდოგორეცი 2 2 0 0 5-0 6
2. პსვ 2 1 0 1 2-2 3
3. ჩერნომორეცი 2 1 0 1 2-3 3
4. დინამო ზ. 2 0 0 2 1-5 0

C ჯგუფი
ელფსბორგი-ესბიერგი 23:05
ზალცბურგი-სტანდარდი 23:05

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ზალცბურგი 2 2 0 0 6-1 6
2. ესბიერგი 2 1 0 1 3-3 3
3. სტანდარდი 2 0 1 1 2-3 1
4. ელფსბორგი 2 0 1 1 1-5 1

D ჯგუფი
უიგანი-რუბინი 23:05
ვარეგემი-მარიბორი 23:05

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რუბინი 2 2 0 0 9-2 6
2. უიგანი 2 1 1 0 3-1 4
3. ვარეგემი 2 0 1 1 0-4 1
4. მარიბორი 2 0 0 2 3-8 0

E ჯგუფი
ფერეირა-დნიპრო 23:05
ფიორენტინა-პანდურიი 23:05

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ფიორენტინა 2 2 0 0 5-1 6
2. დნიპრო 2 1 0 1 2-2 3
3. პანდურიი 2 0 1 1 1-2 1
4. ფერეირა 2 0 1 1 1-4 1

F ჯგუფი
ბორდო-აპოელ-ი
23:05
აინტრახტი-მაქაბი თ. 23:05


ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. აინტრახტი 2 2 0 0 6-0 6
2. მაქაბი თ. 2 1 1 0 2-1 4
3. აპოელ-ი 2 0 1 1 0-3 1
4. ბორდო 2 0 0 2 1-5 0

G ჯგუფი
გენკი-რაპიდი 21:00
დინამო კ.-თუნი 21:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. გენკი 2 2 0 0 3-1 6
2. თუნი 2 1 0 1 2-2 3
3. რაპიდი 2 0 1 1 2-3 1
4. დინამო კ. 2 0 1 1 2-3 1

H ჯგუფი
ლიბერეცი-სევილია 21:00
ფრაიბურგი-ეშტორილი 21:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სევილია 2 2 0 0 4-1 6
2. ლიბერეცი 2 1 1 0 4-3 4
3. ფრაიბურგი 2 0 1 1 2-4 1
4. ეშტორილი 2 0 0 2 2-4 0

I ჯგუფი
ლიონი-რიეკა 21:00
ბეტისი-გიმარაეში 21:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. გიმარაეში 2 1 1 0 5-1 4
2. ლიონი 2 0 2 0 1-1 2
3. ბეტისი 2 0 2 0 1-1 2
4. რიეკა 2 0 1 1 1-5 1

J ჯგუფი
ტრაბზონი-ლეგია 21:00
აპოლონი-ლაციო 21:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლაციო 2 1 1 0 4-3 4
2. ტრაბზონი 2 1 1 0 5-4 4
3. აპოლონი 2 1 0 1 2-2 3
4. ლეგია 2 0 0 2 0-2 0

K ჯგუფი
ანჟი-ტრომსიო 20:00
შერიფი-ტოტენჰემი 21:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ტოტენჰემი 2 2 0 0 5-0 6
2. შერიფი 2 0 2 0 1-1 2
3. ანჟი 2 0 1 1 0-2 1
4. ტრომსიო 2 0 1 1 1-4 1

L ჯგუფი
შახტიორი-ალკმაარი 20:00
პაოკ-ი
-მაქაბი ჰ. 21:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პაოკ-ი 2 1 1 0 3-2 4
2. ალკმაარი 2 1 1 0 2-1 4
3. შახტიორი 2 0 1 1 3-4 1
4. მაქაბი ჰ. 2 0 1 1 2-3 1

ბომბარდირები:
3 - ალანი (ზალცბურგი), ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი), ხონათან სორიანო (ზალცბურგი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური: ქართველთა უიღბლო ტური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული