უკრაინაში შესაძლოა ევროპალიგის ხვალინდელი მატჩები არ ჩატარდეს

AutoSharing Option
ევროპის ლიგის 1/16-ფინალური სამი მატჩი, რომელიც 20 თებერვალს უკრაინაში უნდა გაიმართოს, შესაძლოა, კიევში მიმდინარე არეულობის გამო გადაიდოს.

18 თებერვალს უკრაინის დედაქალაქში, ბერკუტსა და აქციის მონაწილეებს შორის მასიური შეტაკება მოხდა, რის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა.

უკრაინის სახელმწიფომ გადაწყვიტა, 20 თებერვალი გლოვის დღედ გამოაცხადოს და შესაბამისად, ყველა სპორტული ღონისძიება უნდა გადაიდოს.

აღსანიშნავია, რომ უეფამ კიევში ადგილობრივი "დინამოსა" და "ვალენსიას" შორის მატჩის ჩატარების ნებართვა გასცა, თუმცა ეს გადაწყვეტილებაც გადაიხედება.

შეგახსენებთ, რომ "დინამო"-"ვალენსიას" გარდა, 20 თებერვალს უკრაინაში "ჩერნომორეცი"-"ლიონი" და "დნიპრო"-"ტოტენჰემი" უნდა ჩატარდეს.

მომზადებულია sport-express.ua-ს
მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული