ჯაბა კანკავას "დნიპრო" ბელგიას სტუმრობდა, სადაც "ბრიუგეს" 0:0 ეთამაშა და საპასუხო მატჩის წინ კარგი შანსიც გაიჩინა.
ჩვენმა თანამემამულემ შეუცვლელად ითამაშა. ის კი არა, რომ არა "ბრიუგეს" ავსტრალიელი მეკარის სამი შესანიშნავი "სეივი", უკრაინელები კიდევ უკეთესი განწყობით დაბრუნდებოდნენ შინ.
კიევის "დინამო" პირველ ტაიმში დაწინაურდა "ფიორენტინასთან" მატჩში და მერე შესანიშნავად იცავდა თავს "ოლიმპიისკიზე", სანამ მსაჯის მიერ დამატებული წუთები დადგებოდა, იქ კი
ბევრი იაქტიურა მოჰამედ სალაჰმა, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, კიეველები თავს კარგად იცავდნენ.
ევროპალიგის მოქმედი ჩემპიონი "სევილია" რუსულ "ზენიტს" მასპინძლობდა და რიაზანცევის გოლით აგებდა კიდევაც.
აქ უნაი ემერიმ რადიკალურ ზომას მიმართა - შესვენებაზე სამივე ცვლილება გამოიყენა, რამაც გაამართლა კიდევაც: ორივე გოლი შეცვლაზე შესულებმა გაიტანეს, კარლოს ბაკამ და დენის სუარესმა.
აი, რაფა ბენიტესის "ნაპოლიმ" კი, ფაქტობრივად, გაინაღდა ნახევარფინალის საგზური - "ფოლკსვაგენ არენაზე" სიმპათიური "ვოლფსბურგი" გაანადგურა - 4:1.
დუბლი შეასრულა მარეკ ჰამშიკმა, თითო გოლი კი გონსალო იგუაინმა და შეცვლაზე შესულმა მანოლო გაბიადინიმ გაიტანეს. მასპინძელთა პრესტიჟის გოლი დანიელი ნიკლას ბენდტნერის ანგარიშზეა.
ევროპალიგა. 1/4-ფინალი. I მატჩები
ბრიუგე-დნიპრო 0:0
ბრიუგე (4-1-2-3): რაიანი - დე ფო, სიმონსი, მეშელი, დე ბოკი - სილვა - ვორმერი, ვასკესი - რაფაელოვი (89. კოოპმანი), ულარე (72. დე ზუტერი), ისკერდო (78. დიერკსი)
დნიპრო (4-4-1-1): ბოიკო - ფედეცკი, დუგლასი, ჩებერიაჩკო, მატოსი - ლუხკევიჩი (80. გამა), კანკავა, ფედორჩუკი, კონოპლიანკა - როტანი (89. ბეზუსი) - კალინიჩი (78. სელეზნიოვი)
გაფრთხილება: ვორმერი, დე ბოკი - ფედორჩუკი, მატოსი, ჩებერიაჩკო
კუთხური: 7-8; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 9-18 (3-5); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 26 000
დინამო კ.-ფიორენტინა 1:1
გოლები: 1:0 ლენსი (36), 1:1 ბაბაქარი (92)
დინამო (4-2-3-1): შოვკოვსკი - დანილო სილვა, ხაჩერიდი, დრაგოვიჩი, ანტუნეში (24. ვიდა) - სიდორჩუკი (68. ბელჰანდა), რიბალკა - იარმოლენკო, ბუიალსკი (80. ჩუმაკი), ლენსი - ტეოდორჩიკი
ფიორენტინა (4-3-3): ნეტო - ტომოვიჩი, სავიჩი, როდრიგესი, ალონსო - ფერნანდესი, ბადელი, ვალერო (83. აკვილანი - სალაჰი, გომესი (77. ბაბაქარი), ხოაკინი (68. ვარგასი)
გაფრთხილება: დრაგოვიჩი, სიდორჩუკი, ხაჩერიდი, ლენსი - გომესი, ალონსო, ტომოვიჩი
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 10-17 (2-3); ბურთის ფლობა: 47%-53%.
სევილია-ზენიტი 2:1
გოლები: 0:1 რიაზანცევი (29), 1:1 ბაკა (73), 2:1 სუარესი (88)
სევილია (4-2-3-1): რიკო - კოკე (46. დ. სუარესი), პარეხა, კოლოძეიჩაკი, ტრემულინა - კრიხოვიაკი, იბორა (46. მბია) - ვიდალი, ბანეგა, რეიესი - გამეირო (46. ბაკა)
ზენიტი (4-2-3-1): ლოდიგინი - ნეტო, გარაი, ლომბერტსი, ანიუკოვი - გარსია, ვიტსელი - შატოვი (75. ხოჯანიაზოვი), რიაზანცევი (82. ტიმოშჩუკი), როდიჩი (65. მოგილევეცი) - რონდონი
გაფრთხილება: სუარესი - გარსია, გარაი, რიაზანცევი
კუთხური: 22-4; ჯარიმა: 7-13; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 12-9 (2-4); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 35 000
ვოლფსბურგი-ნაპოლი 1:4
გოლები: 0:1 იგუაინი (15), 0:2 ჰამშიკი (23), 0:3 ჰამშიკი (64), 0:4 გაბიადინი (77), 1:4 ბენდტნერი (80)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ვიეირინია, ნალდო, კნოხე, როდრიგესი - გილავოგი (70. არნოლდი), გუსტავო - კალიჯური, დე ბრუინი, შიურლე (64. პერიშიჩი) - დოსტი (57. ბენდტნერი)
ნაპოლი (4-2-3-1): ანდუხარი - მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, გულამი - ლოპესი, ინლერი - კალეხონი, ჰამშიკი (75. გაბიადინი), მერტენსი (60. ინსინიე) - იგუაინი (86. ენრიკე)
გაფრთხილება: ბენდტნერი -
კუთხური: 9-6; ჯარიმა: 8-7; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 11-11 (4-7); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 30 000
საპასუხო მატჩები 23 აპრილს გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"