უეფამ ბაქოს "ინტერი", "დნიპრო" და ორი რუმინული კლუბი ევროთასებს ჩამოაშორა

AutoSharing Option
უეფას საარბიტრაჟო პალატამ მიიღო გადაწყვეტილება 4 კლუბის მიმართ, რომელთაც გარკვეული დავალიანებები დაუგროვდათ - მათ ევროთასებზე სანქციები დაუწესდათ, თუკი ვალებს 31 იანვრამდე არ დაფარავენ.

ოთხი კლუბი - ევროპალიგის ფინალისტი "დნიპრო", ბაქოს "ინტერი", რუმინული "ტირგუ-მურეში" და "ასტრა" - ვერ მიიღებენ მონაწილეობას უახლოეს სამ ევროთასზე, რომლებშიც მონაწილეობის უფლებას მოიპოვებენ. ეს კლუბები ფინანსურადაც დაისაჯნენ: ყველაზე მეტს "დნიპრო" გადაიხდის, 100 ათას ევროს. ბაქოს "ინტერის" ჯარიმა 50 ათასი ევროა.

კიდევ ორი კლუბი, რუმინული "ბოტოშანი" და პორტუგალიური "ბრაგა" კი მხოლოდ ფინანსური ჯარიმებით "გამოძვრა", ისინი შესაბამისად, 15 და
20 ათას ევროს გადაიხდიან.

შეგახსენებთ, რომ ბაქოს "ინტერი" ყველაზე "ქართული" გუნდია ამჟამად - გუნდს ზაურ სვანაძე წვრთნის. იქ თამაშობენ ზურაბ ხიზანიშვილი, ლაშა სალუქვაძე, გიორგი ლომაია, ლაშა კასრაძე და ნიკა კვეკვესკირი.

"ინტერში" იმედოვნებენ, რომ შეძლებენ დისკვალიფიკაციის თავიდან აცილებას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული