ევროპალიგა. 1/16 ფინალი. I მატჩი: სოუზას დუბლით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჟოზეფ სოუზას დუბლის წყალობით, "ფენერბაჰჩემ" სტამბოლში 2:0 დაამარცხა მოსკოვის "ლოკომოტივი" და ახლა წყვილში ფავორიტია.

ევროპალიგის პლეი ოფის პირველი წრის დანარჩენი 15 თამაში დღეს გაიმართება. 27 წლის ბრაზილიელმა, რომელსაც იშვიათად ეროვნულ ნაკრებშიც კი იწვევენ გილერმეს მე-18 და 72-ე წუთებზე გაუტანა. ბრაზილიელმა აღიარა, რომ ეს მისი პირველი დუბლია კარიერაში.

ეს იყო პირველი დაპირისპირება თურქულ და რუსულ კლუბებს შორის, ამ ორ ქვეყანას შორის წარმოშობილი კრიზისის შემდეგ. სტამბოლში "ფენერის" საგულშემატკივროდ, ამ კლუბის დაიძინებელი მტრების, "გალათასარაისა" და "ბეშიქთაშის" ფანებიც კი მივიდნენ.

მოლოდინის მიუხედავად, მატჩმა დიდი
შეხლა-შემოხლის გარეშე ჩაიარა, არადა, სტადიონზე რუსი გულშემატკივრებიც იყვნენ. ყველაზე უსიამოვნო ეპიზოდი ტარასოვის საქციელმა გამოიწვია, თამაშის შემდეგ მან მაისურა გაიხადა და გამოაჩინა პუტინის სურათიანი მაისურა, რამაც გულშემატკივართა გაღიზიანება გამოიწვია.

ფენერბაჰჩე-ლოკომოტივი მ. 2:0
გოლები: 1:0 სოუზა (18), 2:0 სოუზა (72)
ფენერბაჰჩე (4-1-2-3): ფაბიანო - გონული, კიაერი, ბ. ალვეში, ერკინი - თოფალი - თუფანი, სოუზა (84. კადლეცი) - ნანი, ვან პერსი (78. ფერნანდაო), შენი (78. პოტუკი)
ლოკომოტივი მ. (4-2-3-1): გილერმე - იანბაევი, პეიჩინოვიჩი, დურიცა, დენისოვი - ნ'დინგა, ტარასოვი - სამედოვი, ფერნანდეში, კასაევი (62. მაიკონი (76. მიხალიკი)) - სკულეტიჩი (80. მირანჩუკი)
გაფრთხილება: კადლეცი - ტარასოვი, მიხალიკი
კუთხური: 13-1; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 16-4 (7-3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 30 000

საპასუხო მატჩი 26 თებერვალს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული