რუს ფეხბურთელს "ფენერბაჰჩესთან" მატჩში მაისურზე პუტინი ეხატა

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელი დმიტრი ტარასოვი "ფენერბაჰჩესთან" ევროპალიგის 1/16-ფინალის პირველ შეხვედრაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გამოსახულებიანი მაისურით გავიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, რომელიც თურქული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა, ტარასოვმა გუნდის ფორმა გაიხადა და მაისური გამოაჩინა, რომელზეც პუტინი იყო გამოსახული. პუტინის სახის დაბლა ასევე იყო წარწერა: "ყველაზე თავაზიანი პრეზიდენტი".

"ის ჩემი პრეზიდენტია. მე მას პატივს ვცემ და გადავწყვიტე, მეჩვენებინა, რომ ყველგან მის გვერდით ვარ და მხარს ვუჭერ. ამ მაისურზე ყველაფერი წერია, რისი თქმაც მინდოდა", - თქვა ტარასოვმა.

რუსული მედიის ცნობით, ასეთი ქმედების
გამო დმიტრი ტარასოვი შესაძლოა 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ და შესაძლოა, სანქციები ასევე "ლოკომოტივსაც" შეეხოს.

უეფა-ს დისციპლინარული რეგლამენტის თანახმად, "ნებისმიერი იდეოლოგიური, პოლიტიკური და რელიგიური ფორმით პროპაგანდა აკრძალულია"

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის ამჟამად დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობაა, მას შემდეგ, რაც თურქულმა გამანადგურებელმა თურქეთის საზღვრის უნებართვოდ გადაკვეთის გამო რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო.

ასევე იხილეთ:
ევროპალიგა. 1/16 ფინალი. I მატჩი: სოუზას დუბლით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 10 /
კადიროვი ვერ დაიხატა ამ გონებაჩლუნგმა?!)))პუტინის ,,ბრატია,,კადიროვი და..))
ზაზა
16:30 17-02-2016
0
ვერ გაგიგიათ დასავლეთი გინდათ თუ აღმოსავლეთი იმიტომ რომ რაც ჭეშმარიტია ის ფეხებზე გკიდიათ მარტო ნევროზით და ზიზღით მოქმედებთ თქვე ფარისევლებო
vova
16:14 17-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული