რუს ფეხბურთელს "ფენერბაჰჩესთან" მატჩში მაისურზე პუტინი ეხატა

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელი დმიტრი ტარასოვი "ფენერბაჰჩესთან" ევროპალიგის 1/16-ფინალის პირველ შეხვედრაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გამოსახულებიანი მაისურით გავიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, რომელიც თურქული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა, ტარასოვმა გუნდის ფორმა გაიხადა და მაისური გამოაჩინა, რომელზეც პუტინი იყო გამოსახული. პუტინის სახის დაბლა ასევე იყო წარწერა: "ყველაზე თავაზიანი პრეზიდენტი".

"ის ჩემი პრეზიდენტია. მე მას პატივს ვცემ და გადავწყვიტე, მეჩვენებინა, რომ ყველგან მის გვერდით ვარ და მხარს ვუჭერ. ამ მაისურზე ყველაფერი წერია, რისი თქმაც მინდოდა", - თქვა ტარასოვმა.

რუსული მედიის ცნობით, ასეთი ქმედების
გამო დმიტრი ტარასოვი შესაძლოა 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ და შესაძლოა, სანქციები ასევე "ლოკომოტივსაც" შეეხოს.

უეფა-ს დისციპლინარული რეგლამენტის თანახმად, "ნებისმიერი იდეოლოგიური, პოლიტიკური და რელიგიური ფორმით პროპაგანდა აკრძალულია"

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის ამჟამად დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობაა, მას შემდეგ, რაც თურქულმა გამანადგურებელმა თურქეთის საზღვრის უნებართვოდ გადაკვეთის გამო რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო.

ასევე იხილეთ:
ევროპალიგა. 1/16 ფინალი. I მატჩი: სოუზას დუბლით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 10 /
კადიროვი ვერ დაიხატა ამ გონებაჩლუნგმა?!)))პუტინის ,,ბრატია,,კადიროვი და..))
ზაზა
17 თებერვალი 2016 16:30
0
ვერ გაგიგიათ დასავლეთი გინდათ თუ აღმოსავლეთი იმიტომ რომ რაც ჭეშმარიტია ის ფეხებზე გკიდიათ მარტო ნევროზით და ზიზღით მოქმედებთ თქვე ფარისევლებო
vova
17 თებერვალი 2016 16:14
0
Gio
შენ გეყოლება სადმე მთავრობაში უკეთესი და ბარემ მითხარი ის ერთი მაინც))))))
_svani_
17 თებერვალი 2016 15:51
0
მამაშენის სახელი რატომ დაირქვი ნიკათ ჩვიდმეტო? ვოვა არა ვოვაევიჩი ხარ შენ.
vovas
17 თებერვალი 2016 15:01
0
პუტინი პიტოვნებაა მსოფლიოს დანარჩენ კლოუნ პოლიტიკოსებთან შედარებით!!
vova
17 თებერვალი 2016 14:37
0
მაგას თუ უნდა, შეუძლია პუტინი მთელ სხეულზე დაიხატოს და სურათიც დაკიდოს სახლში, მაგრამ არა სპორტულ/მასობრივ ღონისძიებაზე
antiputini
17 თებერვალი 2016 13:47
0
აუუ, პუტინი დაინახეს და რუსეთუმეები სპორტულ საითზეც გაეძვრნენ.
)))))
17 თებერვალი 2016 13:35
0
და რა მერე თავისი ქვეყნის პრეზიდენტია და სადაც უნდა დაიხატავს. მასე მიშაც რამდენს ახატია დღესაც, მაგრამ რაც მთავარია მოსახლეობის 80% ს მაგრად ახატია.
Gio
17 თებერვალი 2016 12:12
0
ობამა რო ლანძღავდა პუტინს ის მიღებული იყო?
13
17 თებერვალი 2016 11:12
0
მონა
levan
17 თებერვალი 2016 10:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული