ევროპალიგა. 1/8-ფინალი. I მატჩების წინ: ნამდვილი ევროპალიგა ახლა იწყება

AutoSharing Option
ევროპალიგაზე უკვე ისეთი ეტაპი იწყება, როცა ჩემპიონთა ლიგაზე არანაკლებ საინტერესო წყვილები გვხვდება. დღეს მართლაც დიდებული ბატალიები გველის, განსაკუთრებით, 3-4 დაპირისპირებაში.

ინგლისური და ესპანური დერბები, გერმანულ-ინგლისური სუპერდაპირისპირება და ესპანურ-გერმანული საინტერესო წყვილი, ეს ოთხი წყვილი განსაკუთრებულად გამორჩეულია, პლუს, მოქმედი ჩემპიონის, "სევილიას" ვიზიტი შვეიცარიაში.

პირველად ევროპაში
"ლუი ვან გაალს დიდ პატივს ვცემ, მისთვის ცუდი არასოდეს მდომებია, მაგრამ ხვალ მე ის უნდა დავამარცხო", - ეს "ლივერპულის" თავკაცის, იურგენ კლოპის სიტყვებია. მისი გუნდი ხომ "ენფილდზე" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.

ეს ამ გუნდების 195-ე დაპირისპირებაა, მაგრამ პირველი ევროთასებზე,
ამიტომაც ისტორიული. "ლივერპულს" 8 თამაშია, ევროთასებზე შინ არ წაუგია და არც ახლა აპირებს. თამაშის წინ ლუის სუარესმა დრო გამონახა და "ლივერპულის" ვარჯიშს დაესწრო და ყოფილი თანაგუნდელები გაამხნევა.

"ლივერპულთან" ყოველი თამაში დიდია და ეს მით უფრო, შესაძლოა, მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგის საგზურის ბედი წყდებოდეს. დარწმუნებული ვარ, ხვალინდელ თამაშზე ყველა ბილეთი გაყიდულია", - განაცხადა ვან გაალმა.

სავარაუდო შემადგენლობები
ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, ლოვრენი, სახო, მორენო - ჰენდერსონი, ჯანი, მილნერი - კოუტინიო, სტარიჯი, ფირმინო
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - დარმიანი, სმოლინგი, ბლინდი, როხო - კერიკი, შნეიდერლენი - მატა, ანდერი, დეპაი - მარსიალი

მთავარი ესაა
"ძალიან სწრაფ და დაძაბულ მატჩს ველით. ვნახოთ, რომელი გუნდი მოახვევს თავის თამაშს თავს მეტოქეს, ეს არის მთავარი", - ეს "დორტმუნდის" თავკაცის, ტომას ტუხელის სიტყვებია "ტოტენჰემთან" მატჩის წინ.

ერთმანეთს ბუნდესლიგისა და პრემიერლიგის მეორეადგილოსნები ხვდებიან. ორივე 5-5 ქულით ჩამორჩება ლიდერს და ორივეს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ჩემპიონობის შანსი. მიუხედავად ამისა, ევროპალიგა უკვე იმ ეტაპზეა, როცა ყველა სერიოზულად უდგება საქმეს. ასე რომ, დიდ დაპირისპირებას ველით ამ თამაშშიც.

"დორტმუნდი" შესაშურ ფორმაშია 2016 წელს, 11-თამაშია, არ წაუგია, აქედან 9 მოიგო. პოჩეტინო როტაციას აგრძელებს, ამიტომაც მისი შემადგენლობის გამოცნობა ძალზე ძნელია.

სავარაუდო შემადგენლობები
დორტმუნდი (4-4-2): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, ს. ბენდერი, ჰუმელსი, დურმი - კასტრო, ვაიგლი, გიუნდოგანი, მხითარიანი - როისი, ობამეიანგი
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, ვიმერი, ალდერვეირელდი, დევისი - ბენტალები, მეისონი - კეროლი, შადლი, სონი - კეინი

სხვა მატჩები
ძალიან საინტერესოა ესპანური დაპირისპირებაც, "სან მამეს ბარიაზე" "ბილბაო" და "ვალენსია" ითამაშებენ, ახლახან ეს გუნდები "მესტალიაზე" შეხვდნენ ერთმანეთს და ბასკებმა იმარჯვეს. "ვალენსიას" უნდა გაუჭირდეს არიც ადურისის გაჩერება, რომელიც ევროპალიგის ბომბარდირთა დავაში ლიდერობს 7 გოლით და ფანტასტიკური სეზონი აქვს.

მოქმედი ჩემპიონი "სევილია" "ბაზელს" სტუმრობს, ხოლო კიდევ ერთი ესპანური კლუბი, "ვილიარეალი" "ელ მადრიგალზე" "ლევერკუზენს" მასპინძლობს.

ხუთშაბათი. 10 მარტი
შახტარი-ანდერლეხტი 22:00
დისკვალიფიკაცია: ფრედი, სტეპანენკო -
ტრავმა: აზევედო, დენტინიო - ისეკა, ობრადოვიჩი, დეფური (?)

ბაზელი-სევილია 22:00
დისკვალიფიკაცია: ემბოლო -
ტრავმა: აკანჯი, ბიოტიუსი, შპორარი, ბიარნასონი (?) - პარეხა, კრიხოვიაკი (?)

დორტმუნდი-ტოტენჰემი 22:00
დისკვალიფიკაცია: - ალი
ტრავმა: პაპასტატოპულოსი - ნიე, როუზი, ვერტონგენი

ფენერბაჰჩე-ბრაგა 22:00
დისკვალიფიკაცია: დიეგო -
ტრავმა: მარკოვიჩი, გიონული (?) - კრისლანი

ვილიარეალი-ლევერკუზენი 00:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯ. დოს სანტოსი, ხ. კოსტა, მუსაჩო, სამუ - არანგისი, ჰილბერტი, კამპლი, ლ. ბენდერი, თოფრაქი (?), პაპადოპულოსი (?), ტაჰი

ბილბაო-ვალენსია 00:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ი. გომესი, ვილიამსი, ადურისი (?) - ჩერიშევი, პერესი (?)

სპარტა-ლაციო 00:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: შტოხი, მატეიოვსკი (?) - დე ვრეი, ჯენტილეტი, მაური, ჯორჯევიჩი, კიშნა, , ბასტა (?)

ლივერპული-მანჩესტერი 00:05
დისკვალიფიკაცია: - ლინგარდი
ტრავმა: გომესი, ინგსი, ლუკასი, როსიტერი - ვალენსია, ჯონსი, კინი, რუნი, შვაინშტაიგერი, შოუ, იანგი, ბორტვიკ-ჯეკსონი (?)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული