ევროპალიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: ვან გაალის და ნევილის განკითხვის დღე?

AutoSharing Option
დღეს ევროპალიგის გადამწყვეტი მერვედფინალური თამაშებია ძალიან საინტერესო წყვილებით. დღეს შესაძლოა, ლუი ვან გაალის ბედიც გადაწყდეს.

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის", ორი ყველაზე ტიტულოვანი ინგლისური კლუბის, 196-ე (ევროთასებზე მეორე) დაპირისპირება "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება. პირველი რაუნდი იურგენ კლოპის ბიჭებმა 2:0 მოიგეს და ლუი ვან გაალი ძალიან მძიმე სიტუაციაშია. შინ "იუნაიტედი" ევროთასებზე ბოლო 10 თამაშია, არ აგებს (8 მოგება, 2 ფრე). "ლივერპული" კი ევროთასებზე შესანიშნავ ფორმაშია - ბოლო 9 თამაშია, არ წაუგია (აქედან 4 მოგება).

ლუი ვან გაალი (მანჩესტერი): "ჩვენი შანსი "ლივერპულის" დამარცხებაა. ჩვენ
უნდა დავიჯეროთ ეს. პირველ რიგში კი, ეს ფეხბურთელებს ეხებათ, მერე - ფანებს. ფეხბურთელებს მხოლოდ ამ მოგებაზე ველაპარაკები, ფანებმა დაიმსახურეს დიდი შედეგი და ჩვენ ის უნდა ვაჩუქოთ მათ.

ვფიქრობ, 90 წუთში 2:0 მოგება და შემდეგ თამაშის დამატებით დროში გადაყვანა შესაძლებელია და ჩვენ ამაზე უნდა ვიმუშაოთ. გახსოვთ, ალბათ, ამ სეზონში გვქონია თამაშები, როცა რამდენიმე წუთში ორი გოლი გაგვიტანია. გოლის გაშვებაზე არ ვიფიქრებთ, ჩვენი მიზანი მხოლოდ გატანა იქნება. ხომ გახსოვთ, "მიდტიულანდთან" ამ მიზანს მივაღწიეთ".

იურგენ კლოპი (ლივერპული): "რაც "ლივერპულში" ვარ, მესამედ ვეთამაშებით "იუნაიტედს". მეტოქეზე ყველაფერი ვიცით, მსოფლიო ერთ ღამეში არ იცვლება. სალაპარაკოც არ არის, რომ "მანჩესტერს" შანსი აქვს, მაგრამ ჩვენ ვიცით, როგორ ვეთამაშოთ მეტოქეს.

სულაც არ ვშიშობ, საკუთარ გუნდში დარწმუნებული ვარ. ყოველთვის მიყვარს მეტოქის მინდორზე წინა დღის ვარჯიშები, იქაური ატმოსფეროს ჩასუნთქვაა შესაძლებელი, დაახლოებით იცი, რა გელის მეორე დღეს. მე ამის წარმოდგენა მხიბლავს ხოლმე. ფანები რას მღერიან, მე მაინც არ მესმის, ასე რომ, მშვიდად ვიქნები".

* * *
სხვა თამაშებიდან იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ დორტმუნდის "ბორუსია" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია, რადგან გერმანელებმა პირველ შეხვედრაში 3:0 მოუგეს "ტოტენჰემს".

მნიშვნელოვანი, შესაძლოა, გადამწყვეტი დაპირისპირებაა "მესტალიაზე" გარი ნევილისთვისაც - მისი "ვალენსია" "ბილბაოს" მასპინძლობს. პირველ შეხვედრაში ბასკებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს.

ხუთშაბათი. 17 მარტი
ლევერკუზენი-ვილიარეალი 22:00 (0:2)
დისკვალიფიკაცია: იედვაი -
ტრავმა: არანგისი, ჰილბერტი, კამპლი, თოფრაქი, ბიონიში, ლ. ბენდერი (?), ჩალჰანოღლუ (?) - მუსაჩო, კოსტა, დოს სანტოსი, სამუ, არეოლა

ლაციო-სპორტინგი 22:00 (1:1)
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დე ვრეი, ბასტა, რადუ, მილინკოვიჩ-სავიჩი, კიშნა, ჯორჯევიჩი, კონკო (?) - შტეხი, მატეიოვსკი (?)

ვალენსია-ბილბაო 22:00 (0:1)
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჩერიშევი, პერესი, კანსელო - ვილიამსი

ანდერლეხტი-შახტარი 00:05 (1:3)
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ისეკა, ობრადოვიჩი, დენდონკერი, სუარესი - აზევედო, ტაისონი (?)

ბრაგა-ფენერბაჰჩე 00:05 (0:1)
დისკვალიფიკაცია: ლუის კარლოში -
ტრავმა: რუი ფონტე, კრისლანი - მარკოვიჩი

მანჩესტერი-ლივერპული 00:05 (0:2)
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კინი, რუნი, შოუ, ჯონსი, ვალენსია, იანგი (?) - გომესი, ინგსი, ლუკასი

სევილია-ბაზელი 00:05 (0:0)
დისკვალიფიკაცია: ნ'ზონზი - სამუელი
ტრავმა: ვიტოლო, კონოპლიანკა - შპორარი, აკანჯი, ბოტიუსი, დეგენი, ბიარნასონი (?), ლანგი (?)

ტოტენჰემი-დორტმუნდი 00:05 (0:3)
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ნიე, ვერტონგენი, ერიქსენი (?), დემბელე - გიუნდოგანი, ს. ბენდერი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული