მაგრამ ეს "ენფილდია", სადაც დიდი გუნდი თამაშობს, რომელმაც კიდევ ერთი დიდი შემობრუნება გვაჩუქა, ამჯერად, იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით - 4:3 მოიგო და ევროპალიგის ნახევარფინალში გავიდა.
"მარჯვენა ხელი მტკივა, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვიცი, რომ დღეს დიდებული საღამოა. ჩვენ ეშმაკებივით ვიბრძოლეთ და ეს დამსახურებული გამარჯვებაა", - განაცხადა მთავარმა გმირმა, ყოფილი გუნდის დამმარცხებელმა კლოპმა.
როგორც უკვე
შესაძლოა, ნაკლები ინტერესი გამოიწვია ესპანურმა დერბიმ "სანჩეს პისხუანზე", მაგრამ გმირობა აქაც ჩაიდინეს - "ბილბაომ" შინ წაგებული 1:2 შემოატრიალა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა. გადამწყვეტი გოლი თავურით რაულ გარსიამ გაიტანა. დამატებითი ტაიმები მართლაც საოცარი გამოდგა და, როგორ არ გავიდა გოლები ორივე კარში, ძნელი ასახსნელია.
პენალტების სერიაში "ბილბაოს" გმირობა მაშინ დასრულდა, როცა მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ბენიატმა უხეიროდ დაარტყა პენალტი - "სევილიამ" სერია 5:4 მოიგო და ტიტულის დაცვას აგრძელებს.
სიხალისე არც ორ სხვა მატჩს აკლდა, მაგრამ არ იყო დაძაბულობა და დრამა (თუ "ბრაგას" 23 წლის მცველ რიკარდო ფერეირას ორ ავტოგოლს არ ჩავთვლით). ლვოვში ჩასულმა "ბრაგამ" პოლიციის ესკორტი მოითხოვა აეროპორტიდანვე, მაგრამ ესკორტი მოედანზე ვერ უშველიდა პორტუგალიურ გუნდს, რომელსაც დონეცკელებმა გვარიანად უბრაგუნეს და 4:0 მოუგეს.
პრაღაში "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" ამოყვინთა და "სპარტა" 4:2 მოსრა. სედრიკ ბაკამბუმ დუბლი შეასრულა. ჩეხები თავმოყვარეობამ მხოლოდ 0:4-ზე შეაწუხა, მაგრამ რაღა დროს...
ევროპალიგა. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები
ხუთშაბათი. 14 აპრილი
შახტარი-ბრაგა 4:0 (2:1)
გოლები: 1:0 სრნა (25-პენ), 2:0 რ. ფერეირა (43 ს. კ.), 3:0 კოვალენკო (50), 4:0 რ. ფერეირა (74 ს. კ.)
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, კუჩერი, ორდეცი, ისმაილი - მალიშევი, სტეპანენკო - მარლოში (77. ედუარდო), კოვალენკო (86. ბერნარდი), ტაისონი (78. დენტინიო) - ფ. ფერეირა
ბრაგა (4-4-2): მატეუსი - გოიანო, რ. ფერეირა, ბოლი (78. პინტო), ჯავანი - ჟოსუე, ლ. კარლოსი (78. მაურო), ვუკჩევიჩი, რ. სილვა - ჰასანი, ედუარდო (57. სტოილიკოვიჩი)
სპარტა-ვილიარეალი 2:4 (1:2)
გოლები: 0:1 ბაკამბუ (5), 0:2 კასტილიეხო (43), 0:3 ლაფატა (45 ს. კ.), 0:4 ბაკამბუ (49), 1:4 დოჩკალი (65), 2:4 კრეიჩი (71)
სპარტა (4-4-2): ბიჩიკი - კონატე, მარეჩეკი, კოვაჩი, ფრიდეკი - ფატაი, მატეიოვსკი, დოჩკალი, კრეიჩი - ლაფატა, იულისი
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - მარიო გასპარი (57. ხ. კოსტა), ბაილი, რუისი, რუკავინა - დ. სუარესი (66. ლეო ბაპტიშტაო), ტრიეგორისი (61. ჯონათან დოს სანტოსი), ბრუნო სორიანო, კასტილიეხო - სოლდადო, ბაკამბუ
სევილია-ბილბაო 1:2 (2:1) 5:4 პ.
გოლები: 0:1 ადურისი (57), 1:1 გამეირო (59), 1:2 რაულ გარსია (80)
სევილია (4-2-3-1): სორია - მარიანო (100. კოკე), რამი, კოლოძეიჩაკი, ესკუდერო - კრიხოვიაკი, ნ'ზონზი - ვიტოლო, იბორა (66. კრისტოფორო), კრონ-დელი (51. კონოპლიანკა) - გამეირო
ბილბაო (4-2-3-1): ერერინი - დე მარკოსი, ბოვედა (60. იტურასპე), ეჩეიტა, ბალენზიაგა - სან ხოსე, ბენიატი - სუსაეტა, რაულ გარსია, ლეკუე (54. მუნიაინი) - ადურისი (70. ვიგერა)
ლივერპული-დორტმუნდი 4:3 (1:1)
გოლები: 0:1 მხითარიანი (5), 0:2 ობამეიანგი (9), 1:2 ორიჯი (48), 1:3 როისი (57), 2:3 კოუტინიო (66), 3:3 სახო (78), 4:3 ლოვრენი (91)
ლივერპული (4-2-3-1): მინოლე - კლაინი, ლოვრენი, სახო, მორენო - მილნერი, ჯანი (80. ლუკასი) - ლალანა (62. ალენი), ფირმინო (62. სტარიჯი), კოუტინიო - ორიჯი
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, ჰუმელსი, შმელცერი - კასტრო (82. გიუნდოგანი), ვაიგლი - მხითარიანი, კაგავა (77. გინტერი), როისი (83. ა. რამოსი) - ობამეიანგი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"