ჯეიმი კარაგერი: იურგენ, იყიდე ეს დედა**** მარცხენა მცველი

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი ჯეიმი კარაგერი გუნდის ევროპის ლიგის ფინალში "სევილიასთან" თამაშით ძალიან უკმაყოფილო დარჩა.

"სევილიასთან" მატჩის დასრულების შემდეგ კარაგერმა "ტვიტერში" უცენზურო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც "ლივერპულისთვის" მარცხენა მცველის ტრანსფერს მოითხოვდა.

"იურგენ, სატრანსფერო კომიტეტი, ვინმემ... იყიდეთ ეს დედა**** მარცხენა მცველი", - დაწერა კარაგერმა, შემდეგ კი "ტვიტი" წაშალა.

Sportall.Ge

ჯეიმის პრეტენზიები ალბერტო მორენოსკენ იყო მიმართული. "სევილიის" პირველი გოლის დროს მორენომ თავით ცუდად გამოიტანა ბურთი, რომელიც საბოლოოდ მარიანოს მიუვიდა. მარიანომ კი მორენო მოატყუა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

მესამე გოლის ეპიზოდში კი მორენომ თანაგუნდელისგან ასხლეტილი ბურთი
ვერ გააჩერა.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპული" "სევილიასთან" ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

- ლივერპული-სევილია 1:3 - ევროპალიგის "რეკორდმაისტერი" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
მე რაც დავთვალე მარტო სამჯერ არ დადო პენალი მსაჯმა, სევილიას კარში,,აქ დამტავრდა ყველაფერი,,,
10-2 liverpulis sasargeblod
21:11 19-05-2016
0
მარტო მორენო და მინოლე არ არის დამნაშავე. სხვებმაც საშინლად ითამაშეს. ბებერი ტურე რომ იქნება საუკეთესო იმ გუნდს რა უნდა მოთხოვო. ისე თამაში თავიდან ალენი რომ დაეყენებინა ჯანთან ერთად ალბათ აჯობებდა, ასევ მარტივად ცენტრს არ დათმობდნენ. ბოლოში კი შეცვლები განწირულის საქციელი იყო.
ynwa
18:00 19-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული