ქვემოთ შეიტყობთ, რას მიაღწიეს დანიელ კარიშომ და "ბრიუგემ", ასევე, სხვებმა ამ გათამაშებაში.
თქვენ წინაშეა ევროპალიგა ციფრებში:
3 - "სევილია" გახდა პირველი გუნდი ტურნირზე, რომელმაც ზედიზედ მესამედ მოიგო ტიტული.
5 - "სევილიამ" ევროპალიგის ტიტული (აქ და ყველგან ევროპალიგა და მისი წინამორბედი უეფას თასი იგულისხმება) მეხუთედ მოიგო და ამ მხრივაც პირველი გუნდი გახდა. ანდალუსიურ კლუბს 2-2 ტიტულით ჩამორჩებიან: "ლივერპული", "იუვენტუსი" და "ინტერი".
7 - "მიდტიულანდი" ჯგუფური ეტაპიდან 7
10 - არიც ადურისი (ბილბაო) 10 გოლით გახდა ევროპალიგის 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი (საკვალიფიკაციო მატჩები არ ითვლება). ის ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ბომბარდირია (35 წლის არის).
11 - ამდენი სეზონი დასჭირდა "სევილიას" ტურნირზე ხუთი ტროფეის მოსაგებად. სხვათა შორის, პირველი წარმატება ანდალუსიელებს დებიუტიდან 49 წლის თავზე ეწვიათ.
13 - "აუგსბურგი" გახდა მე-13 გერმანული კლუბი, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე მიიღო მონაწილეობა. ეს ყველა სხვა ქვეყანაზე მეტია - "მაინცი" იქნება მე-14 წარმომადგენელი მომდევნო სეზონში.
15 - "ლივერპულის" მეკარე სიმონ მინოლე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ძირითადი ტურნირის ყველა, 15-ვე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
17 - სულ 17 წამის დაწყებული იყო ფინალის მეორე ტაიმი, როცა კევინ გამეირომ ანგარიში გაათანაბრა.
18 - "ნაპოლი" გახდა მეექვსე კლუბი, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ქულათა მაქსიმუმი - 18 - მოაგროვა. ნეაპოლიტანურმა კლუბმა ჯგუფში 22 გოლი გაიტანა, ეს კი ყველა დროის რეკორდია. "ნაპოლიმ" მეორეადგილოსანს 11 ქულით გაუსწრო, ამით კი "ზენიტის" 2010 წლის მიღწევა გაიმეორა.
20 - ზედიზედ მეოცედ მოხდა, რომ ბელგიურმა "ბრიუგემ" ამ ტურნირზე იასპარეზა. ამ შედეგთან ახლოსაც ვერავინ მივა. მეორე ადგილზეა პაოკ-ის სერია 9 სეზონისგან (1997-დან 2005-მდე).
38 - "სკენდერბეუ" გახდა პირველი კლუბი ალბანეთიდან, რომელმაც ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპს უწია. ამით იმ ქვეყნების რაოდენობა, რომელთაც ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშეს, 38-მდე ავიდა. მათ შორისაა საქართველოც.
54 - დანიელ კარიშო (სევილია) გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც ევროპალიგის ძირითად ეტაპზე 50 თამაშში მონაწილეობდა. ამ ნიშნულს მან 1/16-ფინალში მიაღწია "მიოლდესთან" საპასუხო მატჩში. ახლა კარიშოს ანგარიშზე 54 მატჩია.
191 - ზუსტად ამდენმა კლუბმა მიიღო მონაწილეობა ტურნირში. აქედან 102-მა მონაწილეობა პირველი საკვალიფიკაციო წრიდან დაიწყო, 8 გუნდმა კი (მათ შორის, "სევილიამ") 1/16-ფინალური ეტაპიდან დაიწყო ტურნირზე ასპარეზობა.
1 229 - გოლი გავიდა ტურნირზე, აქედან 693 საკვალიფიკაციო ეტაპებზე, ხოლო 536 გოლი გავიდა ჯგუფური ეტაპის დაწყებიდან ფინალის ჩათვლით. ამ გოლებიდან 9 დამატებით ტაიმებში გავიდა.
65 190 - ამდენი მაყურებელი მივიდა "დორტმუნდის" საკვალიფიკაციო თამაშზე ავსტრიულ "ვოლფსბურგთან". ეს საკვალიფიკაციო ეტაპების ისტორიაში გულშემატკივართა რეკორდული რაოდენობაა.
75 180 - ამდენი მაყურებელი დაესწრო "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" საპასუხო მერვედფინალურ მატჩს. ეს ევროპალიგის რეკორდია - ისტორიაში ყველაზე მაღალი დასწრებაა.
6,5 მლნ - ევროს მიიღებს "სევილია" უეფასგან ბონუსის სახით ფინალის მოგებისთვის. აქ მხოლოდ ფინალის მოგების ბონუსია ნაგულისხმევი, ეს კი წინა მაჩვენებელზე 65%-ით მეტია.
6 746 192 - ზუსტად ამდენი ადამიანი დაესწრო ამ სეზონის 475 მატჩს (აქ უკვე საკვალიფიკაციო ეტაპიცაა ნაგულისხმევი). ეს მაჩვენებელი ევროპალიგის ისტორიაში საუკეთესოა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"