მანსანო: ისეთ გუნდთან, როგორიც "პორტოა", წაგება სამარცხვინო არაა

AutoSharing Option
"სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა გრეგორიო მანსანომ "პორტუსთან" (1:2) ევროპის ლიგის მატჩზე ისაუბრა:

"ჩემმა გუნდმა დიდი სამუშაო გასწია, ვფიქრობ გამარჯვებას ვიმსახურებდით. "სევილიამ" თამაშში თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩადო და ისეთ გუნდთან წაგება, როგორიც "პორტუა", სამარცხვინო არაა.

ფრე ძალიან სამართლიანი შედეგი იქნებოდა, ორივე გუნდი ხომ გამარჯვებისთვის იბრძოდა. შემიძლია ვთქვა, რომ დამარცხება არცთუ სამართლიანი შედეგია, მაგრამ ახლა მეორე მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ.

შემდეგ რაუნდში გასვლა ჯერ კიდევ შეგვიძლია, ჩვენ ერთი მატჩის მოგება ძალგვიძს. არ დავნებდებით", - განაცხადა მანსანომ.


მომზადებულია AS-ის მიხედვით

 

 

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული