შეხვედრის ბოლო წუთებზე მასპინძლები მოედანზე უმცირესობაში დარჩნენ სალვატორე არონიკის გაძევების გამო. თუმცა რიცხვობრივი უპირატესობის გამოყენების დრო ესპანურ კლუბს უკვე აღარ რჩებოდა.
საპასუხო დაპირისპირება 24 თებერვალს "ვილიარეალის" მოედანზე გაიმართება.
ამ წყვილის გამარჯვებული მერვედფინალში "მეტალისტსა" და ლევერკუზენის "ბაიერს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. პირველ მატჩში ლევერკუზენებელებმა მეტოქე 4:0 გაანადგურეს.
მომზადებულია eurosport.ru-ს მიხედვით