ბერძნული მედია: პოტენციური მეტოქეებიდან "დინამო" ყველაზე სუსტი იყო

AutoSharing Option
დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ ევროპის ლიგის პლეი-ოფში თბილისის "დინამოს" მეტოქე საბერძნეთის მოქმედი ჩემპიონი პაოკ-ი იქნება.

როგორც ბერძნული madata.gr-ი წერს, პაოკ-ს მეტოქეში გაუმართლა: "შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვლადან ივიჩის გუნდს მეტოქეში ძალიან გაუმართლა. პოტენციური მეტოქეებიდან თბილისის "დინამო" ნამდვილად ყველაზე სუსტი იყო".

gazzetta.gr-ის ინფორმაციით, ბერძნული კლუბებიდან ევროთასების წილისყრაზე "ოლიმპიაკოსსა" და პაოკ-ს გაუმართლათ, "პანათინაიკოსს", რომელსაც დანიური "ბრონდბიუ" შეხვდა - არა.

იმავე წყაროს წილისყრის მერე პირველი კომენტარი მისცა პაოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაკის გაგაცისმა:

"ევროთასებზე წილისყრა არასოდეს არის იოლი, თუმცა "დინამო" რომ
შეგვხვდა და არა სხვა, ამ ფაქტს პოზიტიურად ვუყურებ.

თბილისში მგზავრობა ძნელი იქნება. არ უნდა ჩამოვწეროთ წინასწარ "დინამო", რომელიც საქართველოს ჩემპიონია. ჩვენი მიზანი ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა და ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ.

"აიაქსთან" გამოვარდნა სამწუხარო იყო, თუმცა ჩვენ ლიგას თავაწეულები ვტოვებთ. აი, ევროპალიგის ჯგუფში ვერშეღწევა კი დიდი ჩავარდნა იქნება".
მკითხველის კომენტარები / 10 /
ყველა სტადიონზე ხალხო, გვერძე დაუდგეთ ჩვენ გუნდს, სხვანაირად არ გამოვა, მნიშვნელოვანი თამაშია თან პირველი სახლში.
დათო
06 აგვისტო 2016 16:42
0
ძალიან კარგი ჩვენზე ეს თუ ფიქრობენ იმედია ძალების დაზოგვას დაიწყებენ და ცალი მოხით მოგებას შეეცდებიან... და სწორედ მანდ ამოვტენით
effe
06 აგვისტო 2016 12:42
0
ხალხო აი ზუსტად ამის გამო,რომ ყველაზე სუსტ მოწინააღმდეგედ გვიხსენიებენ,იმის გამო რომ ყველა იოლ გასეირნებას გეგმავს ჩვენთან, 18 ში ყველანი მივიდეთ სტადიონზე,ბოლომდე ვუქომაგოთ დინამოს და დარწმუნებული ვარ ძლიერი მუხტი ფეხბურთელებზეც დადებითად აისახება და ერთად ვიზეიმებთ საბოლოო გამარჯვებას.ეს შანსი ბოლოა,ასეთი ალბათ აღარ იქნება დიდი ხანი...დინამოელებო გთხოვთ ქართველებს გვაჩუქეთ გამარჯვება
dinamoeli qomagi
06 აგვისტო 2016 11:43
0
Dინამო ტამსჰობს ყკეტესად ვიდრე ტამასჰობდა ამ ტრენერამდე...მაგრამ ვერ გავიგე სჰიციცი სად იპოვეს ...გიგაყრის კების მოსმენა აგარ სემიდზლია კაცი არის ნაჯახივიტ...ნახევარმცველი ვერ იდზლევა პას და ვერ ატკყებს ვერავის აკვს მარტო პიზიკა და ნასტირნობა ისევე როგორც ლობზანიდზეს...
Nugzar
06 აგვისტო 2016 04:35
0
რა დრო დაგვიდგა,ბერძნების დასაცინი რომ გავხდით...
tika
05 აგვისტო 2016 21:56
0
ვაი სირცხვილო ,ეს რას მოვესწარით თურმე სალონიკიდან თბილისში ჩამოსვლა ყოფილა ძნელი.შევარცხვინე ის ჟურნალისტი თუ არ მიიყვანონ და რუკაზე არ ასწავლონ სადაა საქართველო, და რამდენი კილომეტრია სალონიკი თბილისი,ასევე ამ ტრაბახას აჩვენეთ ჩვენი დიდი დინამოს „81„თამაშები, ესენი უნდა დაამარცხონ ამ დაუფასებლობის გამო და თავი დადეთ და გაიმარჯვეთ.
მამუკი ქართლოსი
05 აგვისტო 2016 18:31
0
საერთოდ არ მწყინს ასეთი დამოკიდებულება პირიქით უნდა ისარგებლოს დინამომ ასეთი ლოიალურობით!)) მაგრამ ესენი რის გამკეთებლები არიან თავისი "ჭ" კლასის ლეგიონერებით)))
svani
05 აგვისტო 2016 18:21
0
საერთოდ არ მწყინს ასეთი დამოკიდებულება პირიქით უნდა ისარგებლოს დინამომ ამ ლოიალური დამოკიდებულებით))) არაფერს არ გისურვებთ მაგრად მკიდიხართ იმ წვიმაში ასეთი ლამაზი ფეხბურთი რომ აჩვენეთ) 2 დღეა ფილტვების ანთება მაქ)))))
svani
05 აგვისტო 2016 18:05
0
იურაი,ჯოჯოხეთს მოუწყობს კურიეთი და სკრიბეთი,დაიმატეთ მინიმუმ რევიშვილი!ეს მარტინიკელი სადღა იყო,მოძებნა არ უნდოდა მაგას?! გასაოცარია რააა....!
თორნიკე
05 აგვისტო 2016 18:00
0
აბა ფიფიას კითხეთ :)
სიმართლე
05 აგვისტო 2016 17:44
0

სიახლეები პოპულარული