ბერძნული მედია: პოტენციური მეტოქეებიდან "დინამო" ყველაზე სუსტი იყო

AutoSharing Option
დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ ევროპის ლიგის პლეი-ოფში თბილისის "დინამოს" მეტოქე საბერძნეთის მოქმედი ჩემპიონი პაოკ-ი იქნება.

როგორც ბერძნული madata.gr-ი წერს, პაოკ-ს მეტოქეში გაუმართლა: "შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვლადან ივიჩის გუნდს მეტოქეში ძალიან გაუმართლა. პოტენციური მეტოქეებიდან თბილისის "დინამო" ნამდვილად ყველაზე სუსტი იყო".

gazzetta.gr-ის ინფორმაციით, ბერძნული კლუბებიდან ევროთასების წილისყრაზე "ოლიმპიაკოსსა" და პაოკ-ს გაუმართლათ, "პანათინაიკოსს", რომელსაც დანიური "ბრონდბიუ" შეხვდა - არა.

იმავე წყაროს წილისყრის მერე პირველი კომენტარი მისცა პაოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაკის გაგაცისმა:

"ევროთასებზე წილისყრა არასოდეს არის იოლი, თუმცა "დინამო" რომ
შეგვხვდა და არა სხვა, ამ ფაქტს პოზიტიურად ვუყურებ.

თბილისში მგზავრობა ძნელი იქნება. არ უნდა ჩამოვწეროთ წინასწარ "დინამო", რომელიც საქართველოს ჩემპიონია. ჩვენი მიზანი ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა და ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ.

"აიაქსთან" გამოვარდნა სამწუხარო იყო, თუმცა ჩვენ ლიგას თავაწეულები ვტოვებთ. აი, ევროპალიგის ჯგუფში ვერშეღწევა კი დიდი ჩავარდნა იქნება".
მკითხველის კომენტარები / 10 /
ხალხო აი ზუსტად ამის გამო,რომ ყველაზე სუსტ მოწინააღმდეგედ გვიხსენიებენ,იმის გამო რომ ყველა იოლ გასეირნებას გეგმავს ჩვენთან, 18 ში ყველანი მივიდეთ სტადიონზე,ბოლომდე ვუქომაგოთ დინამოს და დარწმუნებული ვარ ძლიერი მუხტი ფეხბურთელებზეც დადებითად აისახება და ერთად ვიზეიმებთ საბოლოო გამარჯვებას.ეს შანსი ბოლოა,ასეთი ალბათ აღარ იქნება დიდი ხანი...დინამოელებო გთხოვთ ქართველებს გვაჩუქეთ გამარჯვება
dinamoeli qomagi
11:43 06-08-2016
0
აბა ფიფიას კითხეთ :)
სიმართლე
17:44 05-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული