შოთა არველაძე: მსაჯმა ორმაგად დაგვსაჯა

AutoSharing Option
თელ-ავივის "მაკაბის" მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძე ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში სანტკ-პეტერბურგის "ზენიტთან" მატჩის (3:4) შემდეგ მსაჯების შეცდომებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი სპეციალისტის გუნდი 77-ე წუთამდე 3:0-ს იგებდა. ერთ ეპიზოდში ებრაულ გუნდს ფეხბურთელი გაუძევეს, მეკარის მოედნის მისადგომებიდან კი თავისუფალი დარტყმა დაუნიშნეს, რასაც რუსული გუნდის მეორე გოლი მოჰყვა.

- ევროპალიგა. I ტური: არველაძის სასწაული მარცხი, ქვილითაიას დებიუტი [VIDEO]

- მესმის, რომ ეს ყველაფერი ახალ წესს უკავშირდება, მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მსაჯმა ორმაგად დაგვსაჯა. მას გარკვეულ დროს რომ გაეჩერებინა თამაში,
არც ბარათის ამოღება იქნებოდა საჭირო და არც პენალტის დანიშვნა. ახლა უნდა გავარკვიოთ, რა მოხდა და რატომ ავირიეთ თამაშის მიწურულს.

- მსგავსი რამ კარიერაში უწინაც გქონიათ?
- მსგავსი რამ მაშინ გადამხდა, როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, მაგრამ სამწვრთნელო კარიერაში - არასდროს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით და რიცხობრივ უმცირესობაში დავრჩით.

- ასეთი მარცხი როგორ აისახება გუნდზე?
- ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგრამ არც ვითარების დრამატიზებისთვის გვაქვს დრო. რაც მოხდა, მოხდა...

- გასახდელში რა უთხარით გუნდს?
- გასახდელში არაფერი მითქვამს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყველა დროის საუკეტესო ქარტველი ფეხბურტელი,,ეხლა კი დიდი მწვრტნელი..წარმატებები მუდამ
gia
16 სექტემბერი 2016 22:03
0
უნიცჰოო არველადზეები,დდდდ
kakula
16 სექტემბერი 2016 18:21
0
მიუხედავად იმისა, რომ მე შოთას თამაშით კმაყოფილი არ ვარ ნაკრებში, მომიტევოს შოთამაც და მისმა უამრავმა თაყვანისმცემელმაც, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, ვთვლი რომ შოთას გააჩნია ინტელექტი, როგორც ზოგადი ისე საფეხბურთო იმის, რომ ევროპაში გახდეს ერთ-ერთი ცნობადი და მოთხოვნადი მწვრთნელი. ამის იმედს მაძლევს მისი წარმატებული თანამშრომლობა ვან გაალთან, მის მიერ გამოთქმული შეხედულებები შოთაზე. მარტალია ჩვენგან განსხვავებით ცუდს არ ლაპარაკობენ ზოგადად ადამიანზე, მაგრამ ეს ჩემს გამოთქმულ აზრს არ ეხება, თუდაც იმიტომ რომ დიდი ვან გაალი არა მარტო დადებითად ახასიათებდა შოტას არამედ სამუშაოდაც იწვევდა თავისთან, ეროპელი კი ყველამ იცის სამუშაოდ მხოლოდ საჭირო და გამოსადეგ კადრს იწვევს თავისთან. შოთას, თუ რამ აკლია ეს გამოცდილებაა, რაც დროის ამბავია. დიდი იმედი მაქვს შოთა, თემურ ქეცაბაია და კახა ცხადაძე მალე გახდებიან ქართველების ქართველი საამაყო მწვრთნელები. ასე ვფიქრობ მე ქართული ფეხბურთის 50-წლიანი სტაჟის ქომაგი და არა ბოლო 20 წელში მომრავლებული გენიოსი ანალიზის მქონე.
gizog
16 სექტემბერი 2016 15:36
0
ორმაგად როგორ დაგსაჯათ? აბა გაფრთხილება უნდა მოეცა და თავისუფალი თქვენ დაგერტყათ?
გივი
16 სექტემბერი 2016 14:25
0
მაინც მაგარი ხარ შოთი მსაჯობის დედასაც ვტენე :* 3-1ს რომ უგებ ზენიტს 78 წუთამდე ეგ უკცე ძაან მაგარია
ბაჩო
16 სექტემბერი 2016 13:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული