შოთა არველაძე: მსაჯმა ორმაგად დაგვსაჯა

AutoSharing Option
თელ-ავივის "მაკაბის" მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძე ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში სანტკ-პეტერბურგის "ზენიტთან" მატჩის (3:4) შემდეგ მსაჯების შეცდომებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი სპეციალისტის გუნდი 77-ე წუთამდე 3:0-ს იგებდა. ერთ ეპიზოდში ებრაულ გუნდს ფეხბურთელი გაუძევეს, მეკარის მოედნის მისადგომებიდან კი თავისუფალი დარტყმა დაუნიშნეს, რასაც რუსული გუნდის მეორე გოლი მოჰყვა.

- ევროპალიგა. I ტური: არველაძის სასწაული მარცხი, ქვილითაიას დებიუტი [VIDEO]

- მესმის, რომ ეს ყველაფერი ახალ წესს უკავშირდება, მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მსაჯმა ორმაგად დაგვსაჯა. მას გარკვეულ დროს რომ გაეჩერებინა თამაში,
არც ბარათის ამოღება იქნებოდა საჭირო და არც პენალტის დანიშვნა. ახლა უნდა გავარკვიოთ, რა მოხდა და რატომ ავირიეთ თამაშის მიწურულს.

- მსგავსი რამ კარიერაში უწინაც გქონიათ?
- მსგავსი რამ მაშინ გადამხდა, როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, მაგრამ სამწვრთნელო კარიერაში - არასდროს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით და რიცხობრივ უმცირესობაში დავრჩით.

- ასეთი მარცხი როგორ აისახება გუნდზე?
- ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგრამ არც ვითარების დრამატიზებისთვის გვაქვს დრო. რაც მოხდა, მოხდა...

- გასახდელში რა უთხარით გუნდს?
- გასახდელში არაფერი მითქვამს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყველა დროის საუკეტესო ქარტველი ფეხბურტელი,,ეხლა კი დიდი მწვრტნელი..წარმატებები მუდამ
0
უნიცჰოო არველადზეები,დდდდ
kakula
18:21 16-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული