ევროპალიგა. II ტურის წინ: ჯაბა ლიპარტია "ოლდ ტრაფორდზე"

AutoSharing Option
დღეს ევროპაში რანგით მეორე ევროთასის, ევროპალიგის II ტურის მატჩები გაიმართება. ვინაიდან აქ უფრო მეტი ჩვენებური გამოდის, ქართველ მკითხველს ამ ტურნირისადმი ინტერესიც საკმაო აქვს.

ქართველები ტურნირზე
A ჯგუფში ჯაბა ლიპარტიას "ზორია" "ოლდ ტრაფორდს" სტუმრობს. რამდენადაც უჩვეულო უნდა იყოს, "მანჩესტერ იუნაიტედი" ამჟამად ჯგუფის აუტსაიდერია ნული ქულით, უკრაინულმა კლუბმა კი პირველ ტურში ერთი ქულა მოიპოვა. ოდესაში ქართველი ფეხბურთელის დებიუტი არ შედგა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე. იქნებ "ოცნებათა თეატრში" უფრო გაუმართლოს ჩვენებურს.

"ევროპალიგა ჩვენთვის უდიდესი სტიმულია. ჩვენი სურვილია, ვანახოთ ყველას, რა შეგვიძლია", - აცხადებს ჩვენებური. უკვე
ცნობილია, რომ ჟოზე მოურინიო "ზორიასთან" ზლატან იბრაჰიმოვიჩს ასვენებს.

C ჯგუფში ნიკა კვეკვესკირის "გაბალა" გერმანულ "მაინცს" მასპინძლობს. სამწუხაროდ, ნიკა კვლავ ტრავმირებულია და "მაინცთან" ვერ ითამაშებს. მწვრთნელის მტკიცებით, მას კიდევ 2 კვირა ესაჭიროება ტრავმის მოსაშუშებლად.

D ჯგუფში შოთა არველაძის "მაკაბი" ირლანდიაში ჩადის. I ტურში "ზენიტთან" განცდილი უცნაური ფიასკოს შემდეგ ებრაულ გუნდს არც ისე ძლიერი მეტოქე ჰყავს. შოთამ განაცხადა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ მისი გუნდი მოედანზე შეეცდება დაამტკიცოს, რისი თავი აქვს ამ ტურნირზე.

F ჯგუფში გიორგი ქვილითაიას "რაპიდი" "ბილბაოს" სტუმრობს. პირველ ტურში მას მხოლოდ ბოლო ხუთი წუთი მოუწია თამაში. ავსტრიული გუნდი ბასკეთში 22 ფეხბურთელით ჩავიდა. მათ შორისაა ქართველი ფორვარდიც.

სამწუხაროდ, "კრასნოდარის" საევროპალიგო განაცხადში თორნიკე ოქრიაშვილი არ არის შეყვანილი, ისევე, როგორც არაა "შახტარის" განაცხადში გიორგი არაბიძე.

რას ვუყუროთ
რას ვუყუროთ ამ ტურში? შვეიცარიელებმა გამოითვალეს, რომ ჯერ არასოდეს წასულა მათი ქვეყნის გუნდი ევროთასებზე სათამაშოდ ასე შორს. "იანგ ბოისი" "ასტანასთან" შესახვედრად ყაზახეთში გაემგზავრა და 4 550 კილომეტრი მანძილი დაფარა. საოცარია, მაგრამ ყაზახური გუნდი 9 მატჩია, დაუმარცხებელია შინ ევროთასების მატჩებში.

წილისყრამდე "შახტარის" თავკაცი პაულო ფონსეკა ამბობდა, რომ არ სურდა ყოფილ გუნდთან დაპირისპირება, მაგრამ მის სურვილს ასრულება არ ეწერა, სწორედ "ბრაგასთან" უწევს უკრაინულ გუნდს დაპირისპირება.

სტამბოლში ერთმანეთს "ფენერბაჰჩე" და "ფეიენოორდი" ხვდებიან.

როტერდამელთა ვეტერან დირკ კუიტს სამი კარგი სეზონი აქვს "ფენერბაჰჩეში" გატარებული, ხოლო რობინ ვან პერსის, რომელსაც "ფეიენოორდში" უთამაშია, ახლა მის წინააღმდეგ თამაში მოუწევს.

საინტერესო იქნება საბერძნეთისა და კვიპროსის საუკეთესო კლუბების დაპირისპირებაც, პირეოსში "ოლიმპიაკოსი" აპოელ-ს მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ ორივე ეს კლუბი თემურ ქეცბაიას გაუწვრთნია.

ხუთშაბათი. 29 სექტემბერი
A ჯგუფი
ფენერბაჰჩე-ფეიენოორდი 23:05
მანჩესტერი-ზორია 23:05

B ჯგუფი
ასტანა-იანგ ბოისი 19:00
ოლიმპიაკოსი-აპოელ-ი 23:05

C ჯგუფი
გაბალა-მაინცი 19:00
სტ. ეტიენი-ანდერლეხტი 23:05

D ჯგუფი
ზენიტი-ალკმაარი 23:05
დანდალკი-მაკაბი 23:05

E ჯგუფი
აუსტრია-პლზენი 23:05
რომა-ასტრა 23:05

F ჯგუფი
ბილბაო-რაპიდი 23:05
გენკი-სასუოლო 23:05

G ჯგუფი
აიაქსი-სტანდარდი 21:00
სელტა-პანათინაიკოსი 21:00

H ჯგუფი
გენტი-კონია 21:00
შახტარი-ბრაგა 21:00

I ჯგუფი
კრასნოდარი-ნიცა 21:00
შალკე-ზალცბურგი 21:00

J ჯგუფი
ფიორენტინა-ყარაბაღი 21:00
ლიბერეცი-პაოკ-ი 21:00

K ჯგუფი
სპარტა-ინტერი 21:00
ბეერ შევა-საუთჰემპტონი 21:00

L ჯგუფი
ციურიხი-ოსმანლი 21:00
სტიაუა-ვილიარეალი 21:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული