გუშინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს ამხანაგურად საქართველოს 17-წლამდელთა (მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძე) და 16-წლამდელთა (მთავარი მწვრთნელი გელა შეყილაძე) ნაკრებები შეხვდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი უფროსებმა მოიგეს. მათ მეტოქის კარში ოთხი უპასუხო გოლი გაიტანეს. პირველი ტაიმი 17-წლამდელებმა მაჭავარიანისა და ახვლედიანის გოლებით მოიგეს, მეორეში კი თავი ჯეჯელაშვილმა და ჯიქიამ გამოიჩინეს.
17-წლამდელებმა ორი შემადგენლობით ითამაშეს, მატჩი სრულად მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა ჩაატარა.
პირველი ტაიმი: ტყემალაძე – გუგუშვილი, გაბაძე, დვალი, გურეშიძე – აბურჯანია, მელიქიძე – კაკაბაძე, ახვლედიანი, მაჭავარიანი – კერძევაძე.
მეორე ტაიმი: შერმადინი –
16-წლამდელები: ჩაფიძე, მარგველაშვილი, გელაშვილი, მალანია, თევზაძე, ჯაფაშვილი, არველაძე, კობახიძე, ზარანდია, ჭაბაშვილი, ჭანტურია.
შეცვლაზე შევიდნენ: გაბედავა, კირთაძე, მარიამიძე, ტურავა, ბუნტური, ხარაიშვილი, მესხი, ხორხელი.
ახლა რაც შეეხება ვასილ მაისურაძის ნაკრების გეგმებს: გუნდმა უკვე დაიწყო აქტიური მზადება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება. 7-13 მარტს თურქეთის ქალაქ კუშადასში საერთაშორისო სანაკრებო ტურნირი ჩატარდება და იქ ჩვენი გუნდიც იასპარეზებს. კუშადასში ითამაშებენ საქართველოს, ირლანდიის, მაკედონიისა და აზერბაიჯანის 17-წლამდელთა ნაკრებები, ასევე თურქეთის სხვადასხვა რეგიონის ნაკრებები. აპრილში კი ჩვენი გუნდი ყაზახეთის საერთაშორისო ტურნირში მოსინჯავს ძალებს.
სელექცია აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებშიც. გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული, გელა შეყილაძემ დაახლოებით ოცდაათი კანდიდატი გასინჯა და უახლოეს პერიოდში თხუთმეტ ახალ ფეხბურთელს დააკვირდება. გუნდის მთავარი მწვრთნელი თამაშის ხარისხით ჯერ კმაყოფილი არაა, მაგრამ იმედოვნებს, რომ ნაკლოვანებები უახლოეს პერიოდში გამოსწორდება. დაახლოებით მაისის მეორე ნახევარში კი შეყილაძის გუნდი ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად აზერბაიჯანს ეწვევა.