საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეები ევრო 2019-ის შესარჩევში ცნობილია

AutoSharing Option
26 იანვარს უეფას შტაბბინაში 21-წლამდელთა შორის ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მესამე ჯგუფში მოხვდა დანიასთან, პოლონეთთან, ფინეთთან, ლიტვასა და ფარერებთან ერთად.

ჯგუფის გამარჯვებულები პირდაპირ გაინაღდებენ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს, ხოლო 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი კი პლეი-ოფში დამატებით ორ საგზურს გაითამაშებს.

შესარჩევი ციკლი 2017 წლის მარტიდან დაიწყება, ტურნირის ფინალურ სტადიას კი იტალია და სან-მარინო უმასპინძლებენ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
GELA 2 რაც მართალია მართალია- ასეთი სუსტი მეტოქეები ჩვენ არ გვყოლია ბოლო დროს (ჩვენზე სუსტები არა, ზოგადად)
givi
23:59 26-01-2017
0
ქუთაისელო! ჯერ წერა ისწავლე(კითხვაც) და მერე წერე კომენტარები, რა არის სუსტი ჯგუფი? რითი ხარ მეტი მათზე? წარმოდგენა არა გაქვს დღევანდელ ფეხბურთზე და ა.შ. ისე კარგი იქნებოდა რომ ვცდებოდე, მაგრამ...
GELA 2
18:52 26-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული