ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ამავე სტადიონზე სამი დღის წინ ჩატარდა და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. გია გეგუჩაძის გუნდში გოლებით ოთარ კიტეიშვილი და რომან ჭანტურია (დუბლი) გამოირჩნენ.
- U21. საქართველო-ისლანდია 3:1 - რომანი დუბლით [VIDEO]
გია გეგუჩაძე ნაკრებში ეს ფეხბურთელები ჰყავს გამოძახებული:
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი), ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი);
მცველები: გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), აკაკი შულაია (მერანი),
ნახევარმცველები: გიორგი ზარია (დინამო), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (სიონი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა);
თავდამსხმელები: გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ბექა მიქელთაძე (დინამო), რომან ჭანტურია (ემპოლი, იტალია), ლუკა იმნაძე (საბურთალო).
შეგახსენებთ, რომ ევრო 2019-ის შესარჩევ ჯგუფში, რომელიც 1-ელ სექტემბერს დაიწყება, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეები დანია, პოლონეთი, ფინეთი, ლიტვა და ფარერები არიან. იქამდე გეგუჩაძის გუნდს კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი დაგეგმილი 12 ივნისს, სტუმრად მონტენეგროს თანატოლთა გუნდთან აქვს.