16:02 25-03-2017
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისლანდიას უხვგოლიან მატჩში დაუზავდა [VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრის პირველ ნახევარში მეტოქეებმა ერთმანეთს ორ-ორი გოლი გაუტანეს. გია გეგუჩაძის ნაკრებში გოლები ლუკა ზარანდიამ (17) და ირაკლი ბიძინაშვილმა (29) მიითვალეს, სტუმართაგან კი დუბლით რაგრანსონი (15, 20) გამოირჩა.
შესვენების შემდეგ ისლანდიელებმა ზედიზედ ორჯერ აიღეს საქართველოს ნაკრების კარი - 51-ე წუთზე ალფონს სამსტედმა გაიტანა, 69-ეზე კი - აქსელ ანდერსონმა.
გეგუჩაძის შეგირდებმა ორბურთიანი ჩამორჩენა მაინც გაქვითეს. 87-ე წუთზე ლუკა იმნაძემ სხვაობა შეამცირა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი გიორგი ზარიამ შორეული დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - - 4:4.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ამავე სტადიონზე სამი დღის წინ ჩატარდა და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
- U21. საქართველო-ისლანდია 3:1 - რომანი დუბლით [VIDEO]
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2019-ის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება, რომელიც 1-ელ სექტემბერს დაიწყება. ჩვენი მეტოქეები ჯგუფში დანია, პოლონეთი, ფინეთი, ლიტვა და ფარერები არიან. იქამდე გეგუჩაძის გუნდს კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი დაგეგმილი 12 ივნისს, სტუმრად მონტენეგროს თანატოლთა გუნდთან აქვს.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
წარმატებები საქართველოს ნაკრებს