საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე ამხანაგური შეხვედრა რუსეთის თანატოლთა გუნდთან ჩაატარა. გიორგი ყიფიანის გაწვრთნილებმა მეტოქე მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხეს.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 28-ე წუთზე რატი არდაზიშვილმა გაიტანა.

საქართველოს და რუსეთის 19-წლამდელები კიდევ ერთ შეხვედრას ჩაატარებენ. 27 მარტს ეს გუნდები ისევ მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე ითამაშებენ.

გიორგი ყიფიანმა რუსეთთან მატჩებისთვის ეს ფეხბურთელები შეარჩია:

გიორგი ჩოჩიშვილი (შევარდენი 1906), გიორგი მამარდაშვილი (დინამო თბ), დავით კერესელიძე (ცხინვალი), დავით კობოური (დინამო თბ), ნიკა მალი (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), ლუკა ქაფიანიძე (დინამო
თბ), შალვა ბურჯანაძე (ტორპედო), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), ალექსანდრე კახიძე (ნაციონალი, რუსეთი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი კუცია (დინამო თბ), თემურ ჩოგაძე (საბურთალო), ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), საბა ჯიქია (რუხი, პოლონეთი), ბექა ქავთარაძე (დინამო თბ), აკაკი ნინუა (სამტრედია), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბთ), თორნიკე დაგარგულია (შუქურა), ლუკა ფოჩხუა (შევარდენი 1906).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები წელს ივლისში, თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ემზადება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ყიფიანის მწვრტნელობა რავთქვი ამ ნაკრებით გავდივართ ივნიშში?თბილიშში მაინც არ იყოს რუსეთმა ვერ ითამაშა სხვა ევროპული გუნდები გადაგახევენ ბურთს სირცხვილია თავი მოგვეჭრება ივნისშში ეს ჩაკვეტაძე ყველა ასაკში თამაშობს?ეროვნულშიც გეთამაშებიატ გუშინ
misho
18:06 25-03-2017
0
ამ 2-3 დღეში რამდენი თამაში ჩატერდა თბილისში, ნუტუ არ შეიძლებოდა 1 მაინც ქუტაისში ჩაგეტარებინატ, მაგრამ ფედერაციას ერტი ადგილის განძრევა არ უნდატ და მიტომაა ქარტული ფეხბურტის საქმე წასული
gela
18:32 25-03-2017
0

სიახლეები პოპულარული