ლევან კობიაშვილი: ეს იქნება ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"უკმაყოფილო კენჭისყრის შედეგებით ნამდვილად არ ვარ, რადგან ისეთი საფეხბურთო ქვეყნები, როგორებიცაა გერმანია და ინგლისი, ასევე ჰოლანდია, ჩვენს ჯგუფში არ არიან.

თუმცა, ამავდროულად, ჩვენს ჯგუფშია პორტუგალია, რომელსაც ასაკობრივ ნაკრებებში ძლიერი გუნდები ჰყავს. ასევე ძლიერი ასაკობრივი ნაკრებები ჰყავს შვედეთს.

დაუმსახურებლად არავინ გასულა ფინალურ ეტაპზე, რთული თამაშები იქნება. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, ღირსეულად ვუმასპინძლოთ ევროპის ჩემპიონატს. მოედანზეც ღირსეული მეტოქე უნდა ვიყოთ ყველა ნაკრებისთვის.

ასეთი ტურნირები ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთის განვითარებისთვის,
პოპულარიზაციისთვის და ასევე, ჩვენი გამოცდილებისთვის. ეს დიდი გამოწვევაა, რომელსაც ღირსეულად გავუმკლავდებით და ეს იქნება ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი", - თქვა კობიაშვილმა.

- U19. საქართველოს მეტოქეები ევროპის ჩემპიონატზე ცნობილია

ლექსო ნაბახტეველი სპეციალურად საიტისთვის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული