გიორგი ნემსაძემ გუნდი არასრული შემადგენლობით უკვე შეკრიბა, რამდენიმე დღეში კი ნაკრებს ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირზე თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში მონაწილე ფეხბურთელებიც შეუერთდებიან და ამის შემდეგ გადაწყვეტს მწვრთნელი, თუ როგორ შემადგენლობას აარჩევს ბელორუსში წასაყვანად.
გიორგი ნემსაძის მიერ გამოძახებული გაფართოებული სია კი ასეთია:
მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), მამუკა ბახტაძე (საბურთალო), ლუკა კუტალაძე (დინამო თბ);
მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), გიორგი შალიკაშვილი (აკადემია), ზურაბ გიგაშვილი (ანკარაგიუჯუ, თურქეთი), გიორგი აბზიანიძე
ნახევარმცველები: ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), ანრი მექვაბიშვილი (დინამო თბ), ლევან თოლორდავა (სალხინო), საბა ჯინჭარაძე (შუქურა), ზურა დავითაშვილი (დინამო თბ), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), ვახტანგ ჩარკვიანი (დინამო თბ);
თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), შალვა ოგბაიძე (დინამო, ბერლინი, გერმანია), გიორგი იაკობიძე (დინამო თბ), ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო თბ), საბა კიკნაძე (ლოკომოტივი).
27 აპრილს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მოლდოვას შეხვდება, 29 აპრილს - ბელორუსს, ხოლო 1-ელ მაისს ლატვიას გაეჯიბრება.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით