U17. საქართველო-მოლდოვა 0:0 (პენ. 5:3) - განვითარების თასი მოგებით დავიწყეთ

AutoSharing Option
27 აპრილს, საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მინსკში უეფას განვითარების თასზე პირველი მატჩი მოლდოვის თანატოლთა გუნდთან გამართა.

დიდი უპირატესობის მიუხედავად, გიორგი ნემსაძის შეგირდები უგოლოდ დაშორდნენ მეტოქეს, თუმცა რეგლამენტით გათვალისწინებულ პენალტების სერიაში 5:3 იყოჩაღეს და დამატებით ბონუს ქულაც მოიპოვეს.

ტურნირის მომდევნო შეხვედრას ჩვენი 17-წლამდელთა ნაკრები 29 აპრილს ჩაატარებს მასპინძელ ბელორუსთან, რომელიც ლატვიასთან 0:2 დამარცხდა.

მოლდოვასთან მწვრთნელმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა:
ხარშილაძე, კაპანაძე, გელაშვილი, ჯანგიძე (აბზიანიძე), აზაროვი, ჩოთალიშვილი, მექვაბიშვილი (იაკობიძე), ჩარკვიანი (მოისწრაფიშვილი), კვარაცხელია, დავითაშვილი (ჯანგველაძე), გულიაშვილი.

წყარო: gff.ge
გიორგი ნემსაძი
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამარჯვებულები დაგვიბრუნდით!
გუჯა კახაძე
11:43 28-04-2017
0

სიახლეები პოპულარული