გიორგი ყიფიანმა 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა

AutoSharing Option
საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ათდღიან შეკრებას ბულგარეთში გაივლის. მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა უკვე შეარჩია ის ფეხბურთელები, რომლებსაც 3 ივნისიდან შეკრებს.

ვარჯიშის გარდა, ქართველი ფეხბურთელები ორ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებენ მასპინძელ ბულგარეთთან - 11 და 13 ივნისს.

ევროპის ჩემპიონატის წინ დასკვნით შეკრებას გიორგი ყიფიანის გუნდი უკვე თბილისში, ეროვნული ლიგის მეორე წრის დასრულების შემდეგ გაივლის.

შეგახსენებთ, რომ 2-15 ივლისს საქართველო ევროპის 19-წლამდელთა პირველობის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს. მატჩები თბილისსა
და გორში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები A ჯგუფში ჩეხეთის, შვედეთისა და პორტუგალიის თანატოლთა ნაკრებები არიან.

მეკარეები: დავით კერესელიძე (ცხინვალი), გიორგი ჩოჩიშვილი (შევარდენი), ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი);

მცველები:
დავით კობოური (დინამო თბ), ნიკა მალი (საბურთალო), ალექსანდრე კახიძე (ინტერ-ალფა, რუსეთი), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), ლუკა ქაფიანიძე (დინამო თბ), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), შალვა ბურჯანაძე (ტორპედო);

ნახევარმცველები:
ლუკა ფოჩხუა (შევარდენი), გიორგი კუცია (დინამო თბ), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი ქოჩორაშვილი (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი), ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი), თემურ ჩოგაძე (საბურთალო), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბთ), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ);

თავდამსხმელები:
გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), თორნიკე დაგარგულია (შუქურა).
მკითხველის კომენტარები / 19 /
საშინელება და ბოღმიანობა ეს კომენტარები კი არა საშინელება და უთავმოყვარეობა ყიფიანის მოქმედებაა.3-4 კაცის გარდა მაგ ნაკრებში არ უნდა იყვნენ დანარჩენები.რატომ ბლოკავენ უპატრონო მაგრამ მაგ სასტავზე ატჯერ დზლიერ ბიჭებს?ჯერ თვითონ ე.წ.პატრონიანებს აფუჭებენ იმიტომ რომ კონკურენცია არ აქვს და იცის ივარჯიშებს თუ არა მაინც თამაშობს,რარომ მოიკლავს თავს,მერე ვისაც ბლოკავენ ისინი ცალკე ფუჭდებიან იმიტომ აზრი არ აკვს მათ ვარჯიშს,მაინც არ ათამაშებენ და ეგეც თქვენი ქართული ფეხბურთის მომავალი,მწვრთნელზე ხო ლაპარაკი არ ღირს...საერთოდ თავისით თუ სუნთქავს მაინც ეგეც საკითხავია ალბათ მაგასაც უწერენ როდის ისუნთქოს...
ზურა
12:19 12-06-2017
0
ვინც აქ ასეთ საშინელ კომენტარებს წერტ- გრცხვენოდეთ! თქვენ ქართველები და გულშEმატკივრები გქვიათ? ყიფო და ბიჭებო წარმატებები! ამ უაზრო და უნიჭო ხალხის თვალი არ გეცემათ. საცოდავი ჩვენი ქვეყანა ამ უაზრო და გაუნათლებელი ხალხის ხელში!!!
gulshematkivari!
01:10 12-06-2017
0

სიახლეები პოპულარული