00:13 13-06-2017
U21: საქართველოს ნაკრების უჩვეულო მაისური და მარცხი მონტენეგროსთან [VIDEO]
AutoSharing Option
გია გეგუჩაძის შეგირდები ამ შეხვედრაში ორჯერ იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა ორივეჯერ გაათანაბრეს, 89-ე წუთზე კი გამარჯვების გოლიც გაიტანეს. ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში დუბლი გიორგი ხარაიშვილმა შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები განსხვავებული დიზაინის მაისურით იყო მოედანზე.
საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:
ქურდაძე, მარგველაშვილი (გიორგაძე), ჭიჭინაძე, მამუჩაშვილი, ხარაიშვილი, ელოშვილი (ალთუნაშვილი, ართმელაძე), მოხევიშვილი (ჩაჩუა), თევზაძე, შულაია (გიორბელიძე), მაჭარაშვილი (ბიძინაშვილი), იმნაძე (კიკნაძე).
შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძის გუნდმა რამდენიმე დღის წინ ამხანაგურად სოფიაში, ბულგარეთის 21-წლამდელთა ნაკრებთანაც ითამაშა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
- საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სტუმრად ბულგარეთთან წააგო [VIDEO]
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს 1-ელ სექტემბერს, პოლონეთთან გასვლითი მატჩით დაიწყებს. მესამე შესარჩევ ჯგუფში ჩვენი მეტოქეები ასევე იქნებიან: დანია, ფინეთი, ლიტვა და ფარერები.
მკითხველის კომენტარები / 22 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რა შემადგენლობა იყო, ამით არწაგება იქნებოდა ალბათ საუკეთესო ვარიანტი. მთელი გუნდი ტრავმირებულია, ზარანდია, ბერიძე, კიტეიშვილი, ჭანტურია, ჩაბრაძე, ზარია, მიქელთაძე, გოშაძე... ეს არასრული ჩამონათვალია კიდევ ვინც აკლდათ. ოფიციალურებისთვის იმედია იქნებიან და დარწმუნებული ვარ მაგარ ფეხბურთს ითამაშებს ეს ნაკრები!
0
0
ეს ქურდაძე რატომ მოსწონთ? ნაკრებში კი არა კლუბშიც არ დავაყენებდი კარებში, ვინც საქართველოს ჩემპიონატს ადევნებს თვალს ეცოდინება ყველა დარტყმულს უშვებს.ეტყობა როგორც კლუბ საბურთალოს ფეხბურთელი ეგეც მინისტრ ხეჩიკაშვილის ფავორიტია ... სამწუხაროდ :-(
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული