U21: საქართველოს ნაკრების უჩვეულო მაისური და მარცხი მონტენეგროსთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 12 ივნისს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება, საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა სტუმრად მონტენეგროში, ადგილობრივ თანატოლთა გუნდთან ჩაატარა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

გია გეგუჩაძის შეგირდები ამ შეხვედრაში ორჯერ იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა ორივეჯერ გაათანაბრეს, 89-ე წუთზე კი გამარჯვების გოლიც გაიტანეს. ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში დუბლი გიორგი ხარაიშვილმა შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები განსხვავებული დიზაინის მაისურით იყო მოედანზე.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:
ქურდაძე, მარგველაშვილი (გიორგაძე), ჭიჭინაძე, მამუჩაშვილი, ხარაიშვილი, ელოშვილი (ალთუნაშვილი, ართმელაძე), მოხევიშვილი (ჩაჩუა), თევზაძე, შულაია (გიორბელიძე),
მაჭარაშვილი (ბიძინაშვილი), იმნაძე (კიკნაძე).

შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძის გუნდმა რამდენიმე დღის წინ ამხანაგურად სოფიაში, ბულგარეთის 21-წლამდელთა ნაკრებთანაც ითამაშა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

- საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სტუმრად ბულგარეთთან წააგო [VIDEO]

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს 1-ელ სექტემბერს, პოლონეთთან გასვლითი მატჩით დაიწყებს. მესამე შესარჩევ ჯგუფში ჩვენი მეტოქეები ასევე იქნებიან: დანია, ფინეთი, ლიტვა და ფარერები.
მკითხველის კომენტარები / 22 /
რა შემადგენლობა იყო, ამით არწაგება იქნებოდა ალბათ საუკეთესო ვარიანტი. მთელი გუნდი ტრავმირებულია, ზარანდია, ბერიძე, კიტეიშვილი, ჭანტურია, ჩაბრაძე, ზარია, მიქელთაძე, გოშაძე... ეს არასრული ჩამონათვალია კიდევ ვინც აკლდათ. ოფიციალურებისთვის იმედია იქნებიან და დარწმუნებული ვარ მაგარ ფეხბურთს ითამაშებს ეს ნაკრები!
giako
15 ივნისი 2017 15:46
0
ეს ქურდაძე რატომ მოსწონთ? ნაკრებში კი არა კლუბშიც არ დავაყენებდი კარებში, ვინც საქართველოს ჩემპიონატს ადევნებს თვალს ეცოდინება ყველა დარტყმულს უშვებს.ეტყობა როგორც კლუბ საბურთალოს ფეხბურთელი ეგეც მინისტრ ხეჩიკაშვილის ფავორიტია ... სამწუხაროდ :-(
დათო
14 ივნისი 2017 00:33
0
ნამდვილად მაისურის გამო წავაგეთ...ტიტვლები მოიგებდნენ..
zura
13 ივნისი 2017 23:59
0
მეკარე მომეწონა. ნამდვილი ქართველი, არ აწყენინა მასპინძლებს და 2-ჯერ მშვენიერი გაატარა.
haha
13 ივნისი 2017 17:45
0
კარგი ფეხბურტელები გვყავს,,მაგრამ მწვრტნელი ცალიან დაბალი კლასის,,ნაკრებისტვის მზად არარის,,
gia
13 ივნისი 2017 16:47
0
სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი მოულოდნელობისაგან იმდენად გამართულად ითამაშეს ბიჭებმა და ამდენი ნეგატივი კომენტარებში საიდან მოდის...ამ ხალხს ალბათ თამაშიც არა აქვთ ნანახი. შეთამაშიბა სჭირდებათ და ეს ნაკრები კიდეც გაგვაკვირვებს მომავალ მატჩებში. ბერიძე რატომ არ თამაშობდა ვერ გავიგე, თან ამათ თუ ტაბიძესა და არაბიძეს დავუმატებთ, ნამდვილად მოვა გამარჯვება. ნეგატიური კომენტარების ავტორებს კი ან ფეხბურთი არ ესმით საერთოდ, ან ჩვენი ნერვების მოსაშლელად აკეთებენ ამას.
murtalo
13 ივნისი 2017 16:46
0
ხარაიშვილი ღირსია პირველ ნაკრებში გამოიძახონ
მირიანი
13 ივნისი 2017 15:49
0
zalian guli mtkdeba , rom aset asakshi amatze kai fexburtelebi ar gvkavs, 30 tutis mere mteli gundi daigala, dgevandel fexburtshi 12 kilometrze naklebs arzeti fexburteli ar darbis, chveni chempionatshi ki aset fexburtels ver naxav, an tu ikneba 2,3 kazi. dgevandeli fexburtelebis motxovnebs chvenebi ver akmakofileben da eg shedegshiz aisaxeba, ikneb odesme fizikurad stored moamzadon kartvel fexburtelebi)))
qomagi
13 ივნისი 2017 14:43
0
ინტერნეტი, რომ არ იყოს, რა ეშვეკლება ამდენ "ანონიმშიკს", "ინტრიგანს" და "კლიაოზნიკს"... თან ყველა მათგანს თავი ბრძენი, რომ ჰგონია.
tngh
13 ივნისი 2017 13:32
0
საიდან იტევთ ამდენ ბოღმას, რამ გადაგრიათ ხალხო. ემზადებიან, აცადეთ. 12 კაცი არ ჰყავდა წაყვანილი, სხვასაც მისცა შანსი. ამხანაგური ვეღარ ჩაუტარებია გუნდს. სულ ნეგატივი, სულ ბოღმა... ჩასაფრებულები ვართ და ოღონდ ფეხი დაუცდეთ, მეტი არაფერი გვინდა. ვზივართ სახლში და ვაწკაპუნებთ. ეგრე სადაა
Gabu
13 ივნისი 2017 12:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული