U19. ბულგარეთი-საქართველო 2:1 - მარცხი მეორე სპარინგში

AutoSharing Option
13 ივნისს, საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, ევრო 2017-ისთვის მზადების ფარგლებში, ბლაგოევგრადში ბულგარეთის თანატოლთა გუნდთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

გიორგი ყიფიანის გუნდი მე-16 წუთზე გიორგი კუციას გოლით დაწინაურდა, მაგრამ დარჩენილ დროში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის გამართული პირველი ამხანაგური შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

ამ შეხვედრაში მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი შემადგენლობა ათამაშა:
ჩოჩიშვილი, ბურჯანაძე, ლოჩოშვილი, კობოური (77’ კვანტალიანი), არდაზიშვილი (44’ საღრიშვილი), კუცია (32’ სამურკასოვი, 77’ ფოჩხუა), კოხრეიძე (58’ ბუღრიძე), ჩაკვეტაძე (58’ არველაძე), მალი,
ქოჩორაშვილი (71’ ჩოგაძე), ლაკვეხელიანი

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას 2 ივლისს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
იმედია ბომბარდირი არ გამორჩება!!!! DINAMODAN!!!!!!!!!!!!!!!!!!!
0
ვნახოთ ვის გამოიძახებს 22-ში????????
0

სიახლეები პოპულარული