U19. ბულგარეთი-საქართველო 2:1 - მარცხი მეორე სპარინგში

AutoSharing Option
13 ივნისს, საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, ევრო 2017-ისთვის მზადების ფარგლებში, ბლაგოევგრადში ბულგარეთის თანატოლთა გუნდთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

გიორგი ყიფიანის გუნდი მე-16 წუთზე გიორგი კუციას გოლით დაწინაურდა, მაგრამ დარჩენილ დროში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის გამართული პირველი ამხანაგური შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

ამ შეხვედრაში მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი შემადგენლობა ათამაშა:
ჩოჩიშვილი, ბურჯანაძე, ლოჩოშვილი, კობოური (77’ კვანტალიანი), არდაზიშვილი (44’ საღრიშვილი), კუცია (32’ სამურკასოვი, 77’ ფოჩხუა), კოხრეიძე (58’ ბუღრიძე), ჩაკვეტაძე (58’ არველაძე), მალი,
ქოჩორაშვილი (71’ ჩოგაძე), ლაკვეხელიანი

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას 2 ივლისს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ამ ერთი და იგივე ხალხმა ყველა ამხანაგური და ყველა ტურნირი ჩააგდო,ორი თანაში მოიგო ერთი უპატრონო ბიჭები ათამაშეს ისიც დიდუ ანგარიშით მოიგეს და ერთიც ეხლა ბოლოსწინა ბულგარეთის უმცროსი ასაკის გუნდს ძლივს მოუგეს ერთით ნოლი.დანარჩენი ყველა ჩაისვარეს...ნაგრამ ჯიუტად ამ ხალხს იძახებენ....სამი ოთხი ჯაცის გარდა არცერთი არაა ნაკრებისთვის მზად თავის ნწვრთნელიანად.არაფერი გეშველებათ...
ზურა
23:31 17-06-2017
0
მასეც ველოდი,ბოლო მე-10 ადგილი ჩვენია
kaxa
09:16 14-06-2017
0

სიახლეები პოპულარული