20+4: გაბელიამ ნაკრები გაცხრილა

AutoSharing Option
21 მარტს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ავსტრიის დაბა ბლაიბერგში მიემგზავრება, სადაც ოთხთა ტურნირის, "ალპე ადრიას" ფარგლებში სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

21 წლამდელების თავკაცმა ოთარ გაბელიამ 36-კაციანი სიიდან, საბოლოოდ ოცი ფეხბურთელი შეარჩია, რომლებსაც ავსტრიაში თან იახლებს.

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (ლე მანი, საფრანგეთი), თორნიკე ზარქუა (დინამო).
მცველები: ლევან კაკუბავა (დინამო), მამუკა კობახიძე (ზესტაფონი), გიორგი კაჭკაჭიშვილი (ბათუმი), გიორგი ოთარაშვილი (სპარტაკი), ივანე კანდელაკი (უგუნდო), დავით ხოჭოლავა (საბურთალო)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, გიორგი თექთურმანიძე (დინამო), ნიკა ძალამიძე (ვიძევი, პოლონეთი), ნიკა აფაქიძე (ბაია), თორნიკე ოქრიაშვილი (ილიჩივეცი, უკრაინა), დავით
კაკულია (ოლიმპია, მოლდოვა).
თავდამსხმელები: გიორგი ილურიძე (ანჟი, რუსეთი), ირაკლი ქობალია (ბაია), ირაკლი კვეკვესკირი (პეჩი, უნგრეთი), თემურ შარაშენიძე (დიორი, უნგრეთი), გიორგი ჭანტურია (ვიტესი, ჰოლანდია), ირაკლი შეყილაძე (ემპოლი, იტალია).

ამ ოცი ფეხბურთელის გარდა, გაბელიას სარეზერვო ოთხეულიც შეგულებული ჰყავს: მეკარე გიორგი ნადირაძე (დინამო), მცველი თორნიკე კაკუშაძე (მარტვილი), ნახევარმცველები ვაკო ყაზაიშვილი (საბურთალო) და თორნიკე თარხნიშვილი (ტორპედო).

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პირველ შეხვედრას 23 მარტს ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 26 მარტს, გაბელიას გუნდი ალბანელებს დაუპირისპირდება; ხოლო ბოლო მატჩს 29 მარტს, რუმინეთის ნაკრებთან ითამაშებს.


სფფ-ს პრესსამსახური



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული