21 წლამდელების თავკაცმა ოთარ გაბელიამ 36-კაციანი სიიდან, საბოლოოდ ოცი ფეხბურთელი შეარჩია, რომლებსაც ავსტრიაში თან იახლებს.
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (ლე მანი, საფრანგეთი), თორნიკე ზარქუა (დინამო).
მცველები: ლევან კაკუბავა (დინამო), მამუკა კობახიძე (ზესტაფონი), გიორგი კაჭკაჭიშვილი (ბათუმი), გიორგი ოთარაშვილი (სპარტაკი), ივანე კანდელაკი (უგუნდო), დავით ხოჭოლავა (საბურთალო)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, გიორგი თექთურმანიძე (დინამო), ნიკა ძალამიძე (ვიძევი, პოლონეთი), ნიკა აფაქიძე (ბაია), თორნიკე ოქრიაშვილი (ილიჩივეცი, უკრაინა), დავით
თავდამსხმელები: გიორგი ილურიძე (ანჟი, რუსეთი), ირაკლი ქობალია (ბაია), ირაკლი კვეკვესკირი (პეჩი, უნგრეთი), თემურ შარაშენიძე (დიორი, უნგრეთი), გიორგი ჭანტურია (ვიტესი, ჰოლანდია), ირაკლი შეყილაძე (ემპოლი, იტალია).
ამ ოცი ფეხბურთელის გარდა, გაბელიას სარეზერვო ოთხეულიც შეგულებული ჰყავს: მეკარე გიორგი ნადირაძე (დინამო), მცველი თორნიკე კაკუშაძე (მარტვილი), ნახევარმცველები ვაკო ყაზაიშვილი (საბურთალო) და თორნიკე თარხნიშვილი (ტორპედო).
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პირველ შეხვედრას 23 მარტს ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 26 მარტს, გაბელიას გუნდი ალბანელებს დაუპირისპირდება; ხოლო ბოლო მატჩს 29 მარტს, რუმინეთის ნაკრებთან ითამაშებს.
სფფ-ს პრესსამსახური