აკაკი გოგია საქართველოს U21– ში ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს 21- წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ოთარ გაბელიამ, ავსტრიის ოთხთა ტურნირზე გამგზავრების წინ, ნაკრებში ოფიციალურად მოიწვია გერმანული "ვოლსფსბურგის" ფეხბურთელი - აკაკი გოგია.

საპასუხოდ, სფფ- ში მოვიდა გოგიას წერილი, სადაც ის უარს ამბობს ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში თამაშზე.

ამ საკითხზე, ოფიციალური კომენტარი გააკეთა სფფ- ს ტექნიკურმა დირექტორმა - ნიკოლოზ ჩხეიძემ.

"აკაკი გოგიას ჩვენ გავუგზავნეთ ოფიციალური მოწვევა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, ავსტრიის ოთხთა ტურნირისთვის. მისგან კი, საპასუხოდ მივიღეთ წერილი, სადაც გვატყობინებს, რომ ამ ეტაპზე, თავს იკავებს საქართველოს ნაკრებში თამაშ
ისგან, რადგან გერმანიის U20- ის შემადგენლობაში გამოდის. თუმცა, სფფ აგრძელებს მუშაობას, რომ აკაკი გოგიამ სამომავლოდ მაინც ითამაშოს საქართველოს ნაკრებში,"- აცხადებს ჩხეიძე.


სფფ- ს პრესსამსახური


მკითხველის კომენტარები / 12 /
და რომელი ქართველი ბრწყინავს უცხო ქვეყნის ნაკრებში? ვინც მცირე ასაკში გაიქცა კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბდაო რომ ამბობთ...
ალექსანდრე გედევანიშვილი
17:20 20-03-2011
0
არველაძეები, ქეცბაია, ყაველაშვილი, ქინქლაძე, ნემსაძე, კობიაშვილი, იაშვილი, კალაძე, ასათიანი, ამისულაშვილი აქ არ გაიზარდნენ? არ თამაშობენ(თამაშობდნენ) საქართველოს ნაკრებში? ვერ მიაღწიეს წარმატებებს? საზღვარგარეთ ბევრ ქვეყანაში არის ნამდვილად უკეთესი პირობები კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბებისათვის, მივესალმები რაც ბევრი ახალგაზრდა წავა წამყვანი საფეხბურთო კლუბების სკოლებში, მაგრამ რატომ უნდა გაცვალო შენი ქვეყანა სხვაში? შენ ქვეყანას რომ პირად ამბიციებს ამჯობინებ ამაში დამნაშავე ვინ არის მე არ ვიცი...
ალექსანდრე გედევანიშვილი
17:18 20-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული