ვატო არველაძე: ასეთ შემთხვევაში, გაცილებით უკეთეს ფეხბურთს ვითამაშებთ

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებულმა თბილისის "ლოკომოტივის" ნახევარმცველმა ვატო არველაძემ ევროპის ჩემპიონატის წინ გაზეთ "ლელოსთან" კომენტარი გააკეთა. ფეხბურთელის თქმით, გიორგი ყიფიანის გუნდში იმედიანი განწყობაა.

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი 2-იოდან 15 ივლისს ჩათვლით თბილისსა და გორში ჩატარდება და მასში კონტინენტის პირველობისთვის 8 ნაკრები იბრძოლებს.

"ჩვენს გუნდში ინდივიდუალურად ძლიერი ბიჭები შეიკრიბნენ და მეტოქეთა მაღალი დონის მიუხედავად, გუნდში კარგი, იმედიანი განწყობაა. საქმეს ყველა სერიოზულად უდგება, მოწინააღმდეგეებიც კარგად გვყავს შესწავლილი.

ეს მაიმედებს, რომ მეტოქეებს ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევთ.

კარგი იქნება, თუ სტადიონზე ბევრი ხალხი მოვა და გვერდში
დაგვიდგება. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი გუნდი გაცილებით უკეთეს ფეხბურთს ითამაშებს, რადგან ხალხის თანადგომა ბევრს ნიშნავს". - ამბობს არველაძე.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მტელი გორი ტქვენტან არის.
vvv.
02 ივლისი 2017 17:39
0
ბიჭებო!!! გული არ გაიტეხოთ. ბოღმის "ბუკეტებს" რა გამოლევთ. საკვირველი ის არის, რომ არც ჭკნებიან. სულ იკბინებიან ჭინჭარივით...
tngh
02 ივლისი 2017 16:16
0
ვისაც არ უნდა ვინ აძალებს? ან საერთოდ ქართულ სპორტულ პრესასაც რისთვის კითხულობთ, ეგ მიკვირს - უყურეთ ჩემპიონთა ლიგას და იყავით სხვისი შემყურე ბედნიერები.
კოტე
02 ივლისი 2017 15:47
0
ლოკომოტივის ძირიტადში რამდენი თამაში აქ მოიკითხეთ დევდარიანს შეკვეტებს აზლევდა ეხლა ვითამაშებ ეხლა ვერა ასე გაატარა მთელი სეზონი და ამოყო ნაკრებში თავი რადგან არველაძეა რამდენის ადგილი დაიკა რადგან არველაძეა ღმერტმა ქნას კარგად იტამაშოს და მე ვტყუოდე მაგრამ ყველგან უსამართლობაა უსამართლობასი წამოიწია ლოკომოტივმა მიტოა ქარტული ფეხბურთის საქმე კარგად
guja
02 ივლისი 2017 15:43
0
მურთაზი და ქართველი ბოღმამ არდაგახრჩოთ და თქვენდა საუბედუროდ ბურჯანაძე გატენილი იქნება....ბიჭები დღეს იომებენ....
gori
02 ივლისი 2017 15:41
0
მიდით ძირშივე მოუსპეთ ამ ბიჭებს თამაშის ხალისი და სურვილი. მერე გიკვირით ჯიგარით რატო არ თამაშობენო ნაკრებში. თქვენნაირი გულშემატკივარი ბევრად უარესის ღირსია. წარმატებები ბიჭებო!!!
-_-
02 ივლისი 2017 14:56
0
თამაში თქვენ არ შეგიძლიათ და საახალწლო ნაძვის ხე ხომ არ ხართ თქვენს სანახავად რომ მოვიდეთ
მურთაზი
02 ივლისი 2017 13:50
0
რისთვის უნდა მოვიდნენ ?ფეხბურთს თქვენ ვერ თამაშობთ და თქვენი ტანჯვის საყურებლად მანდ ნათესავ ახლობლების მეტი არც არავინ მოვა.
ქართველი.სიმართლე
02 ივლისი 2017 12:21
0

სიახლეები პოპულარული