U19: საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა დღეს, 2 ივლისს, გორში ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.

პირველი ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მეტწილად, ჩვენი გუნდის ფეხბურთელები აქტიურობდნენ.

მატჩის მეორე წუთზე შორიდან "ბენფიკას" ფეხბურთელმა ჟოაო ფელიპემ დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. ამის შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ. მე-4 წუთზე კარში გიორგი არაბიძე ურტყამდა, თუმცა მეკარემ აუღო. ამ მომენტიდან 8 წუთში რეალური შანსი შეექმნა გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც ძალიან სუსტად დაარტყა და მეკარეს პრობლემები არ შეჰქმნია.

28-ე წუთზე გოლის გატანა
გიორგი კოხრეიძემ
სცადა, მაგრამ არც მას გაუმართლა. 35-ე წუთზე მორიგი მომენტი ჰქონდა გიორგი არაბიძეს, რომელმაც ბურთი გიორგი ჩაკვეტაძესთან გაითამაშა, დაარტყა და... ბურთი კარს ისევ აცდა. მანამდე კი გიორგი კოხრეიძემ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე გიორგი კოჩორაშვილი გამოვიდა.

40-ე წუთზე ჟოაო ფელიპემ შორიდან კიდევ ერთხელ გაისროლა და ბურთი ამჯერად კარს ცოტათი აცდა. ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრებს გოლის გატანის კიდევ ორი რეალური შანსი ჰქონდა. 41-ე წუთზე ჩვენმა ფეხბურთელებმა საჯარიმო შესანიშნავად გაითამაშეს, დავით სამურკასოვმა თავით ბურთი გაბრიელ საღრიშვილს დაუგდო, ამ უკანასკნელის დარტყმული კი სუსტი გამოდგა. საღრიშვილს სამ წუთში მცველების შეცდომის შემდეგ შეეძლო გატანა, მაგრამ... 0:0!

მეორე ტაიმი ქართველთა აქტიურობით დაიწყო და ტაიმის პირველივე წუთზე მეკარესთან პირისპირ გაბრიელ საღრიშვილი დარჩა, მაგრამ მას მეკარემ აჯობა.

56-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო და გიორგი ყიფიანს მეორე იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია - მოედანზე ნიკა კვანტალიანი შემოვიდა.

64-ე წუთზე საჯარიმოში გიორგი კუციამ იუხეშა და მსაჯმა საქართველოს ნაკრების კარში პენალტი დანიშნა. მეკარე ჩოჩიშვილმა რუი პედროს კუთხე კი გამოუცნო, მაგრამ მაინც ვერ აუღო. ასე დაწინაურდა პორტუგალია...

ამ მომენტიდან 9 წუთში პორტუგალიელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ - გედსონ ფერნანდეშმა მეორე ყვითელი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ყიფიანმაც იმავე წუთს ცვლილება განახორციელა - დავით სამურკასოვის ნაცვლად თემურ ჩოგაძე შეიყვანა.

74-ე წუთზე გიორგი არაბიძემ ჯარიმა დაარტყა და გოლამდე ცოტა დააკლდა - პორტუგალიელთა მეკარემ აქტივში ბრწყინვალე სეივი ჩაიწერა. ეს იყო და ეს...

მომდევნო შეხვედრას ჩვენი ნაკრები 5 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შვედეთის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც დღეს "ჩეხეთთან" 1:2 დამარცხდა. მატჩი 17:30 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 74 /
მომენტების რეალიზაციას თუ ვერ ისწავლიან სულ მასე იქნება
ალეკსანდრე
03 ივლისი 2017 05:41
0
დზალიან მომეცონა ცჰვენი გუნდი..

Bიცჰები ტამასჰობენ კარგ ტეცნიკურ პეხბურტს გრდზელი პასებიტ სტრაპი კომბინაციებიტ... მაკარონცჰიკა იტალელმა არარსებული პენალი დანისჰნა და გაყტეხა გყლი ბიცჰებს...ტუ სერბმა მსაჯმა ნახა ვიდეო რეპერი ამას არ ეკადრებოდა???

Aსეტი კარგი გუნდი (ნაკრები) მე არ მახსოვს -საგოლ ტრენერს ...ცააგავს Dევდარიანის გუნდს..ეს დჯოიბია გრდზელი პასებიტ და ინდივიდუალური სჰემსფრულებლობიტ...სჰეეცჰვიტ ბავსჰვების ლანდზგვას....
nugo
03 ივლისი 2017 03:19
0
yipiano atamashe es jinvala!!!! vnaxot vin aris?????? iqneb martla gveshvelos!!!!!!!!!
gio
03 ივლისი 2017 03:18
0
Merab qartveloba da patriotoba sul dakarge,, dges rac hven bihebma gaaketes mindorze da amdeni momentebi sheukmnes portugalias amis daunaxaoba sheizleba nutu ase davecit kartvelebi ro kvela sportshi tanadgomis magivrad cinikosobas vihent. Maladec bihebo is penali ro ar gamoegonebinat minimum kulas avigebdit,karebshi ertxel ar davartkmevinet portugalielebs da hven 5 Tues 6 realuri momenti gvkonda amis daunaxaoba sheizleba.. Bihebo ar gatkdet da darwmunebuli var aseti guliani tamashit jgupidan gavalt. Upalma daglocot..
Kaxa qartveli.
03 ივლისი 2017 02:55
0
რაც მომეწონა ჩვენი ნაკრების ეს იყო თავდადებული თამაში..დიდებიც რომ ასე იხარჯებოდნენ უკეტესიშდეგი გვექნებოდა..ცხადია პენალტი მსაჯის ბრალია და არადამსახურებულად წავაგეთ,მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ამდენ მომენტს რომ ვერ გაოიყენებ ის გუნდი ვერ მიაღწევს წარმატებას..რამდენიმე მოსაშორებელია გუნდიდან...საღრიშვილი მაგალთად..
გიორგი
03 ივლისი 2017 02:14
0
ან ამ კომენტატორობაშიც რა ბედენაა. ყოველ გაფაფხურებაზე "ყოჩააღ, ყოჩააღ" ძახილი. გამოვარდებოდი სხვა ოთახიდან და არაფერიც არ ხდება. ბოლოს ისევ მარცხი და მიჩუმებული კომენტატორები. ხმა ჩავუწიე და ისე ვუყურებდი. ასეთი პენალტი რომ ჩვენთვის დაენიშნა, მაშინ ხომ არ იქნებოდა "გამოგონილი"? ჰაა, ბატონო კომენტატორებო!?
Z.LO
03 ივლისი 2017 01:41
0
1 ტამასჰია , მინიმუმ პრე ვერ იტამასჰენ... ...
otar
03 ივლისი 2017 01:33
0
ბიჭებს არა უშარდათ,ასე თუ ისე ითამაშეს.გუდს არ ჰყავს კარში დამრტყმელი,სუსტი ფიზმომზადება, ცუდი სელექცია(30% ნაცნობობით),არაკვალიფიციური მწვრთნელი. ეს არის მიზეზი წაგების და არა მსაჯი გ ა ი გ ე თ!!!!
vaxo
03 ივლისი 2017 01:33
0
მრჩება შთაბეჭდილება რომ,არაბიძე ეროვნულ ნაკრებში თამაშობს,აქ კი როგორც იტყვიან "პროფესორობს."
კახა ქირია
03 ივლისი 2017 01:12
0
მე პირადად ვესწრე ოდი თამაშს და ყოVAღ ბიჭებო! აი ამას ამბობს ყველა გულშემატკივარი! ბიჭო არ გრცხვენია რას წერ? რამ გაგამწარა ასე! დზალიან ვისიამოვნეთ, ყოჩაღ ყოფოს და ბიჭებს! ყველანაირი პოტენციალი აქვთ, რომ მოიგონ! სირცხვილია ასეთი ჩასაფრებულობა! ჩაკვეტაძე უკვე კარგად არის! კოხრეიძე ხვალ ექიმთან მიყავტ და სავარაუდოდ შემდგეგ თამაშში გვეყოლება! დანარჩენებს მადლობას გიხდიტ, რომ ნამდვილი ობიექტირი ქომაგები ხართ. დღეს ეს თამაში საქართველოს წააგებინა მსჯმა! მერაბ შEნ დადუმდი რა, სირცხვილია! მწვრთნელს და ნაკრებს წარმატებები! მაგრები ხართ!!!
merabs!
03 ივლისი 2017 01:04
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული