U19: საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა დღეს, 2 ივლისს, გორში ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.

პირველი ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მეტწილად, ჩვენი გუნდის ფეხბურთელები აქტიურობდნენ.

მატჩის მეორე წუთზე შორიდან "ბენფიკას" ფეხბურთელმა ჟოაო ფელიპემ დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. ამის შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ. მე-4 წუთზე კარში გიორგი არაბიძე ურტყამდა, თუმცა მეკარემ აუღო. ამ მომენტიდან 8 წუთში რეალური შანსი შეექმნა გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც ძალიან სუსტად დაარტყა და მეკარეს პრობლემები არ შეჰქმნია.

28-ე წუთზე გოლის გატანა
გიორგი კოხრეიძემ
სცადა, მაგრამ არც მას გაუმართლა. 35-ე წუთზე მორიგი მომენტი ჰქონდა გიორგი არაბიძეს, რომელმაც ბურთი გიორგი ჩაკვეტაძესთან გაითამაშა, დაარტყა და... ბურთი კარს ისევ აცდა. მანამდე კი გიორგი კოხრეიძემ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე გიორგი კოჩორაშვილი გამოვიდა.

40-ე წუთზე ჟოაო ფელიპემ შორიდან კიდევ ერთხელ გაისროლა და ბურთი ამჯერად კარს ცოტათი აცდა. ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრებს გოლის გატანის კიდევ ორი რეალური შანსი ჰქონდა. 41-ე წუთზე ჩვენმა ფეხბურთელებმა საჯარიმო შესანიშნავად გაითამაშეს, დავით სამურკასოვმა თავით ბურთი გაბრიელ საღრიშვილს დაუგდო, ამ უკანასკნელის დარტყმული კი სუსტი გამოდგა. საღრიშვილს სამ წუთში მცველების შეცდომის შემდეგ შეეძლო გატანა, მაგრამ... 0:0!

მეორე ტაიმი ქართველთა აქტიურობით დაიწყო და ტაიმის პირველივე წუთზე მეკარესთან პირისპირ გაბრიელ საღრიშვილი დარჩა, მაგრამ მას მეკარემ აჯობა.

56-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო და გიორგი ყიფიანს მეორე იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია - მოედანზე ნიკა კვანტალიანი შემოვიდა.

64-ე წუთზე საჯარიმოში გიორგი კუციამ იუხეშა და მსაჯმა საქართველოს ნაკრების კარში პენალტი დანიშნა. მეკარე ჩოჩიშვილმა რუი პედროს კუთხე კი გამოუცნო, მაგრამ მაინც ვერ აუღო. ასე დაწინაურდა პორტუგალია...

ამ მომენტიდან 9 წუთში პორტუგალიელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ - გედსონ ფერნანდეშმა მეორე ყვითელი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ყიფიანმაც იმავე წუთს ცვლილება განახორციელა - დავით სამურკასოვის ნაცვლად თემურ ჩოგაძე შეიყვანა.

74-ე წუთზე გიორგი არაბიძემ ჯარიმა დაარტყა და გოლამდე ცოტა დააკლდა - პორტუგალიელთა მეკარემ აქტივში ბრწყინვალე სეივი ჩაიწერა. ეს იყო და ეს...

მომდევნო შეხვედრას ჩვენი ნაკრები 5 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შვედეთის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც დღეს "ჩეხეთთან" 1:2 დამარცხდა. მატჩი 17:30 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 74 /
ორი წამყვანი ფეხბურთელის შეცვლა აშკარად დაეტყო გუნდს, შეცვლაზე შემოსული ორი ფეხბურთელი, საერთოდ რისთვის არიან ნაკრებში გაურკვეველია; ქოჩორაშვილი კარგად შემოვიდა. საღრიშვილი ეტყობა მართლა პატრონიანია, თორემ საერთოდ რა უნდოდა ნაკრებში. მოკლედ არასწორი სელექცია, მწვრთნელის არაკვალიფიკაციურობა და არაპროფესიონალიზმი, ასევე ზემოდან მიცემული ბრძანებები და მითითებები,კიდევ მსაჯის უხეში შეცდომა, ყველა ერთად არის დამნაშავე იმაში, რომ მეტად მნიშვნელოვანი ქულა დაიკარგა.
koka
02 ივლისი 2017 23:28
0
მე მომეწონა ჩვენი ბიწების თამაში,გასაკვირად გამართულ ფეხბურთს თამაშობდენ,კარგი თაობა მოდის არაბიძე კარგი იყო ძალიან გუნდის ლიდერია,არ გატყდენ ბიჭები ასე ითამაშეთ და ორივე თამაშს მოვიგებთ,წასაგები ნამდვილად არ იყო ეს მატჩი
დავიდუსი
02 ივლისი 2017 23:17
0
რატო უნდა თქვა ასეთ თამაშზე ცუდად ითამაშესო როცა პორტუგალიელებმა კარში ერთხელ დაარტყეს და ისიც პენალტი.საღოლ ბიჭებს შანსი კიდე არი თან შვედები და ჩეხები შედარებით სუსტები არიან.
Gio
02 ივლისი 2017 23:13
0
თუ მოახერხებთ გაგვაგებინეთ ჩაკვეტაძის და კოხრეიძის ტრამვების შესახებ ინფორმაცია, შეძლებენ თუ არა შემდეგ თამაშებში მონაწილეობას...შეცვლაზე შემოსულნი სრულიად ამოვარდნილები იყვნენ თამაშიდან. ამიტომ ლაპარაკობდნენ ალბათ რბილად რომ ვთქვათ მცდარი სელექციის შესახებ, რომ გუნდში ბევრი ახლობელ-ნათესაობითაა მოხვედრილი.ბოდიშს ვიხდი თუ ვცდები, რადგან ამ ასაკის ფეხბურთელების უმეტესობას არ ვიცნობ.
murtalo
02 ივლისი 2017 23:07
0
შიო,ყველა დროის საუკეტესონაკრები ესაა 1995 წეკს დაბადებულტა ნაკრები, რომელმც ევროპის ჩემპიონატის ნხევარფინალი ითამაშა უცხო ქვეყანაში და გსდაასწრო ისეზტ გუნდებს, როგორებიცაა, ესპანეტი, ინგლისი,უკრაინა,საფრანგეთი. ხოლო იმ წლის ევროპის ძცემპიონი ჰოლანდია მომომდევნო წელს თბილიში, დაამარცხა და ჯგუსფში ჩატოვა.
სანდრო
02 ივლისი 2017 23:03
0
მსგავსი ტექნიკური მოთამაშეები ამ ჩემპიონატზე არცერთ გუნდს არ ჰყავს, საღოლ ბიჭებო
ლაშა
02 ივლისი 2017 22:56
0
ყველამ უნდა იცოდეს თამაშს რო მოიგებ მაშინ უნდა თქვა კარგად ვიტამაშეთქო რაც ცვენ არ გვახასიათებს სულ ვირაცას და რაღაცას ვაბრალეწბთ წაგებას პენალი საკიტხავია მაგრამ რამდენი ვერ გავიტანეთ ეს დაბალი კლასისს ბრალია ის ტრამვებიც სისუსტის და ფიზიკურად ვერ ხართ იმის ბრალია ისინი რატო არ დაირალენ რატო არ მიიღეს ტრამვა იმიტომ რომ ფიზიკურად მაგრები არიან აი ეს გჭირტ ჯიგრებო კუცია რა დღეში იყო ნერვებმა უმტყუმნა ტა იტირა კიდეც აი რა გჭირთ ჯიგრებო ეს სენი ჭირს ქარტულ ფეხბურთს ბევრი არ იყო მანდ თამაშის რირსი ჟინვალა როგორ ამოაგდეტ ვინ გყავდათ მაგის ადგილზე ვერც გავიგეთ ბევრი სეცდომა იყო შერცევაზე დაშვებული მსაჯს ნუ აბრალებთ გაუგდეს კაცი და ვერაფერი ქენით რა გეთქმიტ
merabi
02 ივლისი 2017 22:56
0
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ტყუილად არ დავდივარ საქართველოს პირველობაზე!!! ბატონებო!!! მობრძანდით სტადიონზე. მერწმუნეთ, ღირს ამ ახალგაზრდების ყურება და გამხნევება!!!
tngh
02 ივლისი 2017 22:54
0
ეს გუნდი ჯგუფიდან გავა!
niko
02 ივლისი 2017 22:54
0
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ტყუილად არ დავდივარ საქართველოს პირველობაზე!!! ბატონებო!!! მობრძანდით სტადიონზე. მერწმუნეთ, ღირს ამ ახალგაზრდების ყურება და გამხნევება!!!
tngh
02 ივლისი 2017 22:51
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული