U19: საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა დღეს, 2 ივლისს, გორში ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.

პირველი ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მეტწილად, ჩვენი გუნდის ფეხბურთელები აქტიურობდნენ.

მატჩის მეორე წუთზე შორიდან "ბენფიკას" ფეხბურთელმა ჟოაო ფელიპემ დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. ამის შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ. მე-4 წუთზე კარში გიორგი არაბიძე ურტყამდა, თუმცა მეკარემ აუღო. ამ მომენტიდან 8 წუთში რეალური შანსი შეექმნა გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც ძალიან სუსტად დაარტყა და მეკარეს პრობლემები არ შეჰქმნია.

28-ე წუთზე გოლის გატანა
გიორგი კოხრეიძემ
სცადა, მაგრამ არც მას გაუმართლა. 35-ე წუთზე მორიგი მომენტი ჰქონდა გიორგი არაბიძეს, რომელმაც ბურთი გიორგი ჩაკვეტაძესთან გაითამაშა, დაარტყა და... ბურთი კარს ისევ აცდა. მანამდე კი გიორგი კოხრეიძემ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე გიორგი კოჩორაშვილი გამოვიდა.

40-ე წუთზე ჟოაო ფელიპემ შორიდან კიდევ ერთხელ გაისროლა და ბურთი ამჯერად კარს ცოტათი აცდა. ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრებს გოლის გატანის კიდევ ორი რეალური შანსი ჰქონდა. 41-ე წუთზე ჩვენმა ფეხბურთელებმა საჯარიმო შესანიშნავად გაითამაშეს, დავით სამურკასოვმა თავით ბურთი გაბრიელ საღრიშვილს დაუგდო, ამ უკანასკნელის დარტყმული კი სუსტი გამოდგა. საღრიშვილს სამ წუთში მცველების შეცდომის შემდეგ შეეძლო გატანა, მაგრამ... 0:0!

მეორე ტაიმი ქართველთა აქტიურობით დაიწყო და ტაიმის პირველივე წუთზე მეკარესთან პირისპირ გაბრიელ საღრიშვილი დარჩა, მაგრამ მას მეკარემ აჯობა.

56-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო და გიორგი ყიფიანს მეორე იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია - მოედანზე ნიკა კვანტალიანი შემოვიდა.

64-ე წუთზე საჯარიმოში გიორგი კუციამ იუხეშა და მსაჯმა საქართველოს ნაკრების კარში პენალტი დანიშნა. მეკარე ჩოჩიშვილმა რუი პედროს კუთხე კი გამოუცნო, მაგრამ მაინც ვერ აუღო. ასე დაწინაურდა პორტუგალია...

ამ მომენტიდან 9 წუთში პორტუგალიელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ - გედსონ ფერნანდეშმა მეორე ყვითელი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ყიფიანმაც იმავე წუთს ცვლილება განახორციელა - დავით სამურკასოვის ნაცვლად თემურ ჩოგაძე შეიყვანა.

74-ე წუთზე გიორგი არაბიძემ ჯარიმა დაარტყა და გოლამდე ცოტა დააკლდა - პორტუგალიელთა მეკარემ აქტივში ბრწყინვალე სეივი ჩაიწერა. ეს იყო და ეს...

მომდევნო შეხვედრას ჩვენი ნაკრები 5 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შვედეთის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც დღეს "ჩეხეთთან" 1:2 დამარცხდა. მატჩი 17:30 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 74 /
იყო კი პენალტი?
gia
03 ივლისი 2017 11:16
0
ეხლა გადავხედე განაცხადს და ვფიქრობდი, ვინ უნდა შემოეყვანა შეცვლაზე, ისეთი რომელიც რიცხობრივი უპირატესობის გამოყენებას შეძლებდა და შეტევას გააძლიერებდა, არავინაც არ ჰყავდა კვანტალიანის, ჩოგაძისა და არველაძის გარდა, არველაძეს არ ენდო, ის ორი კი ტყუილად ჰყავდა, მეტი გზა არ ჰქონდა. აი ეს იცის მწვრთნელის საქმეებში ჩარევამ, ზემოდან კარნახმა და სელექციაში დაშვებულმა შეცდომებმა. ჩაუყარეთ ბავშვებს თავდადება წყსლში
Ciba
03 ივლისი 2017 11:07
0
ფიზიკური მომზადება ეს არის ქართული ფეხბურთის აქილევსის ქუსლი. დაწყებული ეროვნულით დამთავრებული ასაკობრივი ნაკრებებით ეს სენი გვჭირს, თითქმის ყველა ფეხბურთელი ეროვნულ ლიგაშია, მაგრამ დონე დაბალი გვაქბს რომელიც არაერთხელ ქვიQქვავს, რაც შეეხება მატჩს, ყიფიანმაც არ დააკლო ამ ყველაფერს, როცა არასწორი შეცვლები გააკეთა არველაძე უნდა შემოეყვანა ჩემი აზრით კაცნაკლულების წინააღმდეგდა კიდევ სხვა ბევრი რამ.
soso
03 ივლისი 2017 11:05
0
რა მოდაა ეს? რაც არ უნდა ქნან ჩვენმა ფეხბურთელებმა, მაინც ლანძგვა და დაცინვა. პირდაპირ ზოგიერთი ჩასაფრებულია. პორტუგალიასთან წაგება გრეხია თუ რა? ჯიგრიანად ითამაშეს, ლამზი ფეხბურთI აჩვენეს, მომენტებშI მეტოქეს აჯობეს და წააგეს ძაან საეჭვო პენალით. პორტუგალიას მეტი ზუსტად არც დაურტყავს. არადა პორტუგალიაა, ანდორა ხომ არ არის? თუ ბიჭები ასე გააგერძელებენ, შედეგი აუცილწბლად მოვა. თუ არა და პირველი მე გავაკრიტიკებ.
Irakliy
03 ივლისი 2017 11:02
0
პენალი შეიძლებოდა არ დანიშნულიყო, ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს, ნამდვილად არ ველოდი ასეთ ხარისხს და თავდადებას. მაგრამ თამაში წავაგეთ მწვრთნელის არაპროფესიონალიზმის გამო, მან არ გათვალა მეორე შემადგელობა ისეთი, რომელსაც შეეძლო თამაშის გამწვავება და მინიმუმ ქულის გადარჩენა. ფიზიკურად გამძლე და სწრაფ ფეხბურთელებზე უნდა გაეკეთებინა აქცენტი. ამიტომ მივიღეთ ტრადიციული შედეგი, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ.
lexo
03 ივლისი 2017 10:51
0
მერაბს.შენ ალბათ სტადიონზე ან საერთოდ არ დადიხარ ან ძალიან იშვიათად.ბავშვმა იტირაო,კუცია კი არა უდიდესი ფეხბურთელები ტირიან თამაშის მერე და ეს უფრო კარგია ვინემ ცუდი.რა გEირს ვიღაც ოხერი ხარ.
ნუკრი
03 ივლისი 2017 10:35
0
ასეთ თამაშს, ნამდვილად არ ველოდი.სასიამოვნოდ გამაოცა ჩვენი ბიჭების პოტენციალმა. ეს ნაკრები რაღაცით მაგონებს ქინქლაძე-არველაძეების დროინდელ ნაკრებს.რამდემე ფეხბურთელზე შეიძლება ითქვას, რომ სრული შესაძლებლობა აქვთ(თუ რა თქმა უნდა შრომას მოუმატებენ)ტოპ ფეხბურთი ითამაშონ.რაც შეეხაბა თმაშს-ხარვეზები რათქმაუნდა იყო, განსაკურებით ეს ეხება ფიზიკურ მომზადებას, ცაიტნოტში კონცენტრაციას(რაც შრომის შედეგად გამოსწორებადია).სტატისტიკურად ჩვენებმა მეტოქე დაჯაბნეს.პორტუგალის კარში ზუსტად არცერთხელარ დაურტყავს!!! და რომ არა ის ერთ პროცენტიანი პენალტი, ჩვენები მინიმუმ ამ მატჩს არ წააგებდნენ.
akhali
03 ივლისი 2017 10:22
0
ნუ აქებთ წაგებული თამაშის მერე არაა სწორი.სამსახურში ვთქვათ დავალება ვერ შეასრულეთ შეგაქებენ? , ეცადე არ გამოგივიდა და მაინც ყოჩაღო გეტყვიან ? არა გეტყვიან არ ხარ პროფესიონალიო და მინიმუმ საყვედურს მიიღებთ .ქება დიდებით დათვურ სამსახურს უწევთ ამ ბიჭებს ,მაგიტომაცაა რომ მერე არაპროფესიონალ ფეხბურთელებად იზრდებიან ... ეს არის სიმართლე
დათო
03 ივლისი 2017 10:10
0
კლასი არა იხვის ტოლმა.. სად დაინახეთ პორტუგალიის უპირატესობა კლასში? გამაზვაზე თუა, მეორე ტაიმში პორტუგალიელმა იმისთანა ვერ გაიტანა, ბებიაჩემი გაიტანდა. შეიძლება ჩვენზე მაგალი კლასის გუნდი იყოს, მაგრამ ამ თამაშში ნაგდად არ გამოჩNდა. ფიზიკურად კი გვაჯობეს.
Irakliy
03 ივლისი 2017 10:07
0
პორტუგალიას კარებში არ დაურტყავს ისე მოგვიგო ესენი კიდევ უბაგუნებდნენ საიდანაც მოუხერხდებოდათ და შედეგი ნული ეს კიდევ ჩემო ძვირფასებო კლასის მაჩვენებელია რაც ჭირდებოდათ მოსაგებად იმის მეტი ნაბიჯი არ გაუტოკებიათ ესენი კიდევ ბოლო ნახევარი საათი ვეღარ სუნთქავდნენ ასე რომ ისევ მორიგი თავის მოტყუებაა ქართველების თეზისი მაგრად ვითამაშეთ დავახიეთ ბურთი თავზე მაგრამ მსაჯების ამინდის მოედნის წვის და ათასი დოზანის გამოისობით წაგვაგებინესო
koki
03 ივლისი 2017 10:04
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული