გიორგი ყიფიანი: კარგად ვაცნობიერებთ, რომ შვედებთან შეხვედრა გადამწყვეტია

AutoSharing Option
დღეს, 5 ივლისს, საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში II ტურის შეხვედრას შვედეთის თანატოლთა გუნდთან ჩაატარებს. მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17:30 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.

- U19. საქართველო VS შვედეთი - არ დაიზაროთ!..

4 ივლისს გიორგი ყიფიანის გუნდმა თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე ივარჯიშა. ვარჯიშამდე კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა გააკეთა.

"ვცდილობთ, რომ ფეხბურთელებმა ძალების აღდგენა მოახერხონ. საამისოდ, მათ სხვადასხვა სახის პროცედურა უტარდებათ და ყველანაირი პირობა გააჩნიათ, მჭიდრო გრაფიკში
თამაშს სრულ მზადყოფნაში რომ შევხვდეთ.

კარგად ვაცნობიერებთ, რომ შვედებთან შეხვედრა გადამწყვეტია. ფეხბურთელები ისეთივე საბრძოლო განწყობით იქნებიან, როგორც პორტუგალიასთან, ჯგუფიდან რომ გავიდეთ.

კარგია, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები მომჯობინდნენ და ფიზიკურად და მორალურად სრულ მზადყოფნაში ვართ, მოედანზე რომ გავიდეთ და მოვიგოთ", - ამბობს ყიფიანი.
მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები ბიჭებს და იმედი მაქვს მოიგებენ და თან დამსახურებულად
roma
05 ივლისი 2017 14:55
0
სირცხვილია მწვრთნელის ესეთი სიტყვებით შეფასება. თქვენ ხაართ პროფესიონალი? დაანებეთ ამ ლანძღვა-გინებას თავი.
tata
05 ივლისი 2017 13:13
0
მხოლოდ მოგება არ კმარა, რაც შეიძლება მეტის გატანა გვინდა. ღმერთმა ნუ ქნას ჩეხეთმა და პორტუგალიამ დღეს ფრედ ითამაშონ.
goga kakabaze
05 ივლისი 2017 13:01
0
სახეზევე ეტყობა ფეხბურტის ბაიბუში რო არ არი

toti
05 ივლისი 2017 11:59
0
ეს ტუ რამეს აცნობიერებს აყვავებულა ქარტული ფეხბურტი ფუუუ ვის ხელშია ნაკრები
bajo
05 ივლისი 2017 11:58
0

სიახლეები პოპულარული