- U19. საქართველო VS შვედეთი - არ დაიზაროთ!..
4 ივლისს გიორგი ყიფიანის გუნდმა თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე ივარჯიშა. ვარჯიშამდე კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა გააკეთა.
"ვცდილობთ, რომ ფეხბურთელებმა ძალების აღდგენა მოახერხონ. საამისოდ, მათ სხვადასხვა სახის პროცედურა უტარდებათ და ყველანაირი პირობა გააჩნიათ, მჭიდრო გრაფიკში
კარგად ვაცნობიერებთ, რომ შვედებთან შეხვედრა გადამწყვეტია. ფეხბურთელები ისეთივე საბრძოლო განწყობით იქნებიან, როგორც პორტუგალიასთან, ჯგუფიდან რომ გავიდეთ.
კარგია, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები მომჯობინდნენ და ფიზიკურად და მორალურად სრულ მზადყოფნაში ვართ, მოედანზე რომ გავიდეთ და მოვიგოთ", - ამბობს ყიფიანი.