U19. საქართველოს ნაკრების პირველი გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე [VIDEO]

AutoSharing Option
5 ივლისს საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე, A ჯგუფის მეორე ტურის მატჩში შვედეთს ანგარიშით 2:1 მოუგო და ნახევარფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ანგარიში უკვე მე-3 წუთზე გიორგი კოხრეიძემ გახსნა, 31-ზე კი ბრწინვალე კონტრშეტევის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა.

მთლიანობაში, გიორგი ყიფიანის გუნდმა ბრწყინვალე ტაიმი ჩაატარა და შეიძლებოდა ანგარიში უფრო დიდიც ყოფილიყო. გატანის მშვენიერი შანსი ჰქონდა გიორგი არაბიძესაც, თუმცა ვერ გამოიყენა.

- U19. საქართველოს ნაკრებმა შვედეთს პირველ ტაიმში ორი გოლი გაუტანა [VIDEO]

მეორე ტაიმის დასაწყისშივე შვედებმა სხვაობის შემცირება
შეძლეს. გატანილი გოლის ავტორი ვიკტორ გიოკერსი გახდა.

ამის შემდეგ ქართველებს გოლის გატანის რამდენიმე მომენტი ჰქონდათ. ჯერ კოხრეიძის დარტყმა ასცდა მცირედით კარს, შემდეგ კი არაბიძეს დააკლდა სანტიმეტრები...

ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მოგება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:
ჩოჩიშვილი, მალი, ბურჯანაძე, კობოური, კუცია, კოხრეიძე, სამურკასოვი (88, ხუბაშვილი), ჩაკვეტაძე (86, არველაძე), ქოჩორაშვილი (71, საღრიშვილი), არაბიძე, ლაკვეხელიანი.

U19. ევროპის ჩემპიონატი. A ჯგუფი
1. პორტუგალია 1 1 0 0 1-0 3
2. ჩეხეთი 1 1 0 0 2-1 3
3. საქართველო 2 1 0 1 2-2 3
4. შვედეთი 2 0 0 2 2-4

A ჯგუფის მეორე მატჩი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 20:00 დაიწყება, სადაც პორტუგალია ჩეხეთს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 26 /
ძალიან გაგვახარეს!ეს ერთი და სხვა მრავალი.
კახა ქირია
19:26 05-07-2017
0
გილოცავთ ყველას. მადლობა ბიჭებს და მწვრთნელებს. ამ გამარჯვებაზე მეტად ის გამიხარდა, რომ ჩვენი ფეხბურთი ფეხზეა და მეტი ყურადღების შემთხვევაში, ბევრი სიხარულის მოტანა შეუძლია.
guri
19:29 05-07-2017
0

სიახლეები პოპულარული