გიორგი ყიფიანი: მთავარია, მოვიგეთ და ახლა სხვებზე აღარ ვართ დამოკიდებულები

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა შვედეთთან გამარჯვების (2:1) შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

- U19. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

"ჯგუფიდან გასასასვლელად, დღევანდელ მატჩში მხოლოდ გამარჯვება გვჭირდებოდა, ამიტომ ფსიქოლოგიური კუთხით ეს ძალზეც მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ფეხბურთელებმა დღეს მოსაგებად მაქსიმუმი გააკეთეს და ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას.

პორტუგალიასთან მატჩმა დაგვარწმუნა, რომ უკეთესად შეგვიძლია თამაში და დღეს ფეხბურთელებმა თავი კარგად წარმოაჩინეს. ახლა კი უკეთესი ფეხბურთის თამაშს ჩეხეთის ნაკრებთან ვეცდებით. დღეიდანვე ვიწყებთ მათთან მატჩისთვის მზადებას. საქმე რთულ მეტოქესთან გვექნება.

გიორგი არაბიძეს
უკვე ვესაუბრე და ავუხსენი, რომ გუნდური თამაშია პრიორიტეტი. გვინდა, ფეხბურთელთა ინდივიდუალური თვისებები გუნდურს შევუთავსოთ. არაბიძეში კომუნიკაბელურობის პრობლემას ვერ ვხედავ.

ისე კი, მთავარია, მოვიგეთ და ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და არა - სხვაზე!", - თქვა ყიფიანმა.
მკითხველის კომენტარები / 36 /
ვიღაცამ დაწერა მეორე ტაიმზე დაიღალნენ და გაჩერდნენო. მე რომ მწვრთნელი ვყოფილიყავი თამაშის ტემპს კიდე დავაგდებინებდი რადგან პირველ ტაიმში პირწმინდად დავჯაბნეთ და სოლიდური უპირატესობით დატოვეს ბიჭებმა მინდორი, საღოლ ყიფიანს მან იცის რომ ამ თამაშზე მნიშვნელოვანი თამაში უკვე პირველი ტაიმის შემდეგ წინ ელოდათ და ენერგია ჭირდება ამ ბიჭებს მეორე თამაშში. როგორ ფიქრობთ ჩანკვეტაძე რატომ გაიყვანა? განა არ შეეძლო კიდე სირბილი? ააწიოკა მარცხენა ფლანგზე შვედების მემარჯვენე და მაინც გაიყვანეს. ჩანკვეტაძე ჩეხეთთან უფრო საჭიროა ახლა და ძალების გადანაწილებააა საჭირო. ამ ტემპში 3 თამაშს დიდი ფიზიკური ძალა უნდა. რაც სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე ძალიან ძნელია. არაბიძის თამაშს რაც შეეხება ის გუნდის ხერხემლად შეიძლება ჩავთვალოთ რადგან ამისთანა ტალანტის გვერდით თამაში დანარჩენ ფეხბურთელებს აძლიერებს და სურვილს უჩენს უკეთესი იყოს, ამის მაგალითად შეგვიძლია კუცია ავიღოთ. ხომ აგვალაპარაკა ძალიან მაგარი საყრდენი გვეზრდებაო, ჩანკვეტაძე რომ არ ავღნიშნო არ შეიძლება, ის საუკეთესო იყო გუშინ. წარმატებები ბიჭებო..........
roma
06 ივლისი 2017 14:34
0
მე დავწერე და კიდევ დავწერ. თამაშსაც ვუყურე სხვათა შორის. შენი რჩევები ნაკლებად მჭირდება. თუ შეგიძლია არგუმენტები დადე აბა რომელი გოლი იყო დახაზული კომბინაციის ან გააზრებული შეტევის შედეგი? არცერთი. ორივე გავიტანეთ მეტოქის შეცდომის ხარჯზე და ეს არის სიმართლე. მეტოქე როცა ასეთ შეცდომას არ უშვებს ჩვენც ძალიან იშვიათად გაგვაქვს გოლი. ეს არის რეალობა. მერსედესს და ჟიგულს რაც შეეხება, ზოგი ჟიგულიში რომ ზის ჰგონია მერსედესში ზის, თან მაიბახში. გამგები გაიგებს რასაც ვგულისხმობ და კიდევ, ამათზე არანაკლებ პერსპექტიულები იყვნენ ყენია, ჭანტურია, დღემდე პერსპექტიულია ანანიძე, ქინქლაძეზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ იყიდეს მეორადი ბეემვე და ამის შემდეგ ჩრდილში სირბილიც კი ეზარებოდათ. მაზოხისტებმა თავი დაანებეთ რაგბს, უყურეთ ფეხბურთს და იყავით ბედნიერები
fraternity
06 ივლისი 2017 14:00
0
buxrika-ს არავინ დაობს რომ ფეხბურთი N1 სპორტის სახეობაა,მაგრამ ქართული ფეხბურთის(ამ ბიჭებს არ ვგულისხმობ)ყურებას შენი ასე ირონიულად ნახსენები ჭოკით ხტომის ყურება მირჩევნია!და შენ ისე კატეგორიულად წერ, რომ ფეხბურთის აკადემიკოსი თუ არა ,ყოველ შემთხვევაში, ფეხბურთის პროფესორი მაინც იქნები!
tazo
06 ივლისი 2017 13:50
0
რაგბი არა ჭოკით ხტომა.ჯერ საერთ რაშუაში რაგბი როგორ უნდა გაბედო და საერთოდ შეადარო ფეხბურთ.ეგ იგივეა მერსედესი ჯიგულს რო შეადარო ალბათ ხვდებით ჯიგული რომელია.ისე ძაან მაგარი თაობა მოდის მინიმუმ 6 ან 7 ფეხბურთელი აირჩევა.აქ ვიხაცამ დაწერა შემთხვევით მოვიგეთო გირჩევ თამაშს უყურო
buxrika
06 ივლისი 2017 13:02
0
live-ს ფეხბურთის გულშემატკივრობის 4 5 წელზე მეტი სტაჟი მაქვს,რაგბის სერიოზულად ბოლო 20 წელია ვგულშემატკივრობ.ალბათ რაგბი არ გიყურებია და წესებიც არ იცი ამიტომ გავკადნიერდები და აგიხსნი, რომ რაგბიში წინ პასი არ შეიძლება ამიტომ ყოველი სანტიმეტრის გავლას უდიდესი ენერგია და ბრძოლა ჭირდება,პატარა ომია. რაგბიში სულელური, კურიოზული ლელო მე არ მინახია, ყველა ლელო ბრძოლის შედეგია,ფეხბურთში კი რამდენისულელური გოლი მინახავს, იმდენი სიკეთე მე:)):))მეკარის დარტყმული თავისი კარიდან, მეტოქე მეკარეს თავზე გადაახტა და გოლი გავიდა:))ანალოგიურ ლელოს თუ მაჩვენებ სქესს შევიცვლი:)):)) ან კიდევ სად გინახავს მორაგბე ოდნავ შეხებაზე წაქცეული ,თან რომ იკლაკნებოდეს, ვითომ კვდება და პატრულში რეკავდეს,მომკლესო:)):))
tazo
06 ივლისი 2017 11:29
0
Hveni bihebis am or tammahi momavlis udidesi imedi hamesaxa.am velafers damatebuli fiz kondinciebi,sistrafe da drouli pas.me mgoni hveni momgebi aravin agar iqneba msofliohi.sagol bihebs.
. . . . .
06 ივლისი 2017 10:55
0
განსხვავებული აზრის ქონის სურვილით უაზრო კომენტარებს უნდა ვერიდოთ!როგორ შეიძლება ამტკიცო, რომ ჩვენმა ძალიან ნიჭიერმა ბიჭებმა შვედეთს შემთხვევით მოუგეს?!ნაკლოვანებები არის, მაგრამ გუშინ ქართველმა 19-წლამდელებმა გაგვახარეს და ამის არდანახვა ფეხბურთის ჭეშმარიტ გულშემატკივარს, უბრალოდ, არ ეპატიება!
თამაზი
06 ივლისი 2017 10:52
0
არაბიძე მართლა კაი ფეხბურთელია და კიდე დანარჩენი ბიჭებიც ძალიან მაგრები ყოფილან, რასაც არ ველოდი ნამდვილად.../ ჩემი აზრით არაბიძე ნერვიულობს და ამის გამო რაგაც ისე აღარ მისდის თამაში , როგორც თვითონ სურს, ეს კი უკვე მისი ასაკის ბრალია. ამის გამოსავალი არის ის რო მოუსმინოს მწვრთნელს და იმუშაოს უფრო მეტი და ყველაფერი გამოუვა... პ.ს. ( ისე ფეხბურთი არ არი ინდივიდუალური სპორტის სახეობა, არაა ეს ძიუდო, კრივი, ფარიკაობა , ჭადრაკიი, ყველაფერს რო ერთი კაცი წყვიტავს, ეს არი გუნდური თამაში და უნდა შეგეძლოს მახვილგონივრული გადაცემების გაკეთება , და არა (მაიტა ამოუჭირო) ან კიდე (ბატონი რო კაკალს გაიტაცებდა)-ს თამაში,,, პასიი ბიძიაა, პასიი!!!! /// იმედიაა ჩეხებს დავადუღებთ!!!
Vasili
06 ივლისი 2017 10:28
0
როგორც იქნა ერთი თამაში მოვიგეთ შემთხვევით (რეალურად ჩვენი არცერთი გოლი არ ყოფილა გააზრებული შეტევის შედეგი. ორივე შემთხვევაში გავიტანეთ შემთხვევით, მეტოქის შეცდომის ხარჯზე. ჩაკვეტაძემ საერთოდ დააგვიანა დარტყმა და ეგეთი დარტყმული ათიდან ერთი თუ გადის) და გადმოდგნენ და უკვე კბენა დაუწყეს რაგბის. შეინახეთ რა თქვენთვის ეგ ბოღმა და სახლში ანთხიეთ
fraternity
06 ივლისი 2017 10:13
0
ვინც რაგბისტებს ლანძღავთ, თქვენ არც ფეხბურთი გიყვართ და არც საქართველო საერთოდ, თქვენ ხართ სადო-მაზოხისტები. წარმატებები ყველა ქართველს...
გია-11
06 ივლისი 2017 10:06
0

სიახლეები პოპულარული