საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა დღეს, 8 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ჩეხეთის წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ტაიმის მიწურულს ჩეხებმა კუთხური ჩააწოდეს, ონდრეი შაშინკამ კი თავური დარტყმით თავისი გუნდი წინ გაიყვანა. 70-ე წუთზე ჩეხებმა კუთხურიდან მეორეც გაგვიტანეს - ამჯერად ლიბორ ჰოლიკმა.
ამ დროს მსაჯს გულშემატკივრის ნასროლი მობილური ტელეფონი მოხვდა, რის გამოც მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა. მოედანი ჩეხმა ფეხბურთელებმაც დატოვეს, თუმცა როგორც მსაჯი, ისე ფეხბურთელები, მოედანს მალევე დაუბრუნდნენ.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ერთი გამარჯვება იზეიმა, ორჯერ კი მარცხი იწვნია და 3 ქულით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე 7 ქულით პორტუგალიელები გავიდნენ. 6 ქულით მეორე ადგილზე გავიდა ჩეხეთის ნაკრები, შვედებს კი 1 ქულით ბოლო, მეოთხე ადგილი ერგოთ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩეხეთთან: გიორგი ჩოჩიშვილი, ნიკოლოზ მალი, შალვა ბურჯანაძე, დავით კობოური, გიორგი კუცია, გიორგი კოხრეიძე (თემურ ჩოგვაძე, 82), დავით სამურკასოვი (ვატო არველაძე, 67), გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი კოჩორაშვილი (გაბრიელ საღრიშვილი, 72), ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი არაბიძე.
21:57 08-07-2017
U19: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ვერ გავიდა [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
სამწუხაროდ მოსალოდნელი იყო რაც მოხდა, გუნდს არ ყავს ფორვარდი, არაბიძე ძალიან უკან იღებდა ბურთს და უწევდა დიდი მონაკვეთის გავლა კარამდე, ის უნდა ყოფილიყო უფრო წინ და ჩაკვეტაძე ცენტრში თავდამსხმლების უკან, არველეძეც თვიდანვე უნდა ჩაერთო თამაშში, გუნდი თამაშობდა იგივე სქემით, რას წინა ორი თამაში და მეტოქემ კარგად გაშიფრა ყველაფერი, მწვრთნელს მეტი წინდახედულობა ჭირდებოდა, არანაირი სიახლე და მოულოდნელობა, რის ხარჯზე აპირებდა მოგებას...
0
0
2 სიტყვა არა ვართ საშუალო დონის ნაკრებიც კი პატარებით დაწყებული დიდებით დამთავრებული 2-3 ფეხბურთელის გარდა ყველა საშუალოზე დაბალი დონისანი არიან ჩვენსა და ჩეხებს კლასში სხვაობა ცასა და დედამიწასავით იგრძნობოდა განსხვავება აი ერთ რაღაცას ვიტყვი და ბევრი გაავლებს პარალელს და მიხვდება ეს 19 წლის ჩეხეთის ნაკრები უფრო გამართულ სწორ დისციპლინირებულ და უშეცდომო ფეხბურთს თამაშობს ვიდრე ჩვენი ეროვნული დიდი ნაკრები ამით იმის თქმა მინდა რომ ჩვენ გამართულ სწორი ფეხბურთის თამაში არ ვიცით და დამოკიდებული ვართ არაბიძის ნაირ ინდივიდუალისტებზე ხოლო არაბიძის დონის ფეხბურთელები ძალიან ცოტანი გვყავს ფიზიკური მომზადება კი ფაქტიურად არ ასებობს საქართველოს საფეხბურთო ფილოსოფიაში
0
0
ესეც თქვენი ქართული ფეხბურთის რეალობა ,ორი თამაში წაიფაფხურეს და შევქმენით ერთი ალიაქოთი რა მაგარი ბიჭები გვყავსო, ეიფორიაში მყოფი გულშემატკივრები ჩეხებმა უბრალოდ სარკეში ჩაახედეს . ეხლა წერეთ ბოღმის ბუკეტებიო... მათზე ვინც საღი გონებით ვუყურებთ რეალობას, სადაც საჭიროა ვაკრიტიკებთ კიდეც ფეხბურთელებს,მწვრთნელებს და რაც მთავარია ამ ვაი ფედერაციის ჩინოვნიკებს ....
0
0
ეგაა რაა...ერთ თამაშს მოიგებენ და ბუღს დავაყენებთ ხოლმე...ზუსტად ვიცოდი ჩეხეთს ვერ მოუგებდით,მაგარი ჭკვიანი გუნდი იყო,ჭკვიანი მწვრთნელით,რასაც ვერ ვიტყოდი ყიფიანზე,ერთი ტანმაღალი ფორვარდი როგორ ვერ მოძებნა ქვეყანაში...ლიდერებმაც ჩააგდეს ,თუმცა პოტენციალი აქვთ ბიჭებს,მოკლედ მწვრთნელმა ვერაფერი ახალი ვერ შესთავაზა,იგივე შემადგენლობა,იგივე ცვლილებები,იგივე ტაკტიკა,რაც მაგრად ჰქონდათ შესწავლილი მეტოქეს.
0
0
უი ეს რა იყო ვერ გავედით ვაა სასწაულებიც ხდება ოეეეე ყიფოოოო ფეხბურთელები გამოიძახე ეგ საქართველოს ნაკრები გაბარია საბურთალოსი კი არა უთხარით ვინმემ
0
0
წინასწარ ნუ ტრაბახობთ და თუნდაც მოულოდნელი მარცხისთვისაც შეგვამზადეთ-მეთქი ათას ერთხელ...
0
0
ესეც ჩვენი იმ იმედი ესეც ჩვენი ხვალინდელი დღე.ეს ხვალინდელი დგეც რა საშინელი და უიმედო ყოფილა.ჩვეული ქართული სტილი:უსახურობა უსუსურობა და მომავლის უიმედობა.ამ სპორტის სახეობას არ აქვს მომავალი და დროა შევიგნოთ.
0
0
ეს იხო მოსალანდელი,სადამ პეხბურტის იფრასტურა არ იკნება რეგიონებსჰი,არა მარტო ტბილისჰი ,ასეტი სჰედეგი იკნება მუდამ
0
0
ყიფიანო შეცდი საბურტალოდან ცოტა ფეხბურტელი რო გყავდა ვაი ტქვე საცოდავებო ბოლომდე მოკალიტ ფეხბურტი გული მერევა შვედებს ის პირველი გოლი რო არ ეჩუქებინატ რა გეშველებოდატ
0
0
ეს წაგება ყიფიანის ნამუსზეა,მან ვერ განაწყო გუნდი გამარჯვებისტვის,ვერ განახორციელა სწორი შეცვლები...და საერთოდ მწვრთნელტა კორპუსის კვალიფიკაცია საქარტველოში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.....
0
0
< წინა1234შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული